ჭადრაკი

16:37 | 10.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონის ვინაობას ჰოუ და სტეფანოვა გაარკვევენ

მონღოლური ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ფიდეს გრან-პრის მე-5 ეტაპის მოგები საუკეთესო შანსი დაუმარცხებელ ჩინელ იიფან ჰოუს (2577) გააჩნია, რომელმაც მასპინძელი ბატხუიაგ მუნგუნტაალი (2421) დაამარცხა და 7.5 ქულით ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა.
ულან-ბატორში მიმდინარე ეტაპის ჩემპიონის ვინაობას იიფანისა და ანტუანეტა სტეფანოვას პარტია გაარკვევს. ბულგარელი ჩინელს 0.5 ქულით ჩამორჩება, გადამწყვეტ შეხვედრას კი თეთრი ფიგურებით ჩამორჩება.
მე-10 ტური მარცხიანი გამოდგა გრან-პრის ფავორიტებში რიცხული ინდოელი ჰუმპი კონერუსა (2600) და რუსი ტატიანა კოსინცევასთვის (2562), რომლებიც შესაბამისად, ჩინელ ქსუე ჟაოსთანა (2462) და ფრანგ მარი სებაგთან (2519) დამარცხდნენ.
წააგო მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა მაია ჩიბურდანიძემაც (2514), რომელსაც ჩინელმა ჩენ ჟუმ (2476) აჯობა. ქართველ მოჭადრაკეს 5.5 ქულა შერჩა და კვლავ მე-6 ადგილზე იმყოფება. ბოლო ტურში მაია თეთრი ფიგურებით კიდევ ერთ ჩინელ იანგ შენს (2435) დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ გასული ეტაპების შედეგებით, გრან-პრის სათავეში 390 ქულით ნანა ძაგნიძე იმყოფება, რომელსაც მონაწილეობა სამ ტურნირში აქვს მიღებული (ჩიბურდანიძის აქტივში მხოლოდ 85 ქულაა). ასევე სამ ეტაპის ჯამში 320 ქულა აქვს ჰოუს, ხოლო კოსინცევამ ორ ტურნირში 290 ქულა მოაგროვა.
ჰოუცა და კოსინცევაც (მან უკანასკნელ ეტაპზე თამაშზე უარი განაცხადა) მონღოლეთში ბოლო ეტაპს თამაშობენ და ძაგნიძის დაწევის უკანასკნელი შანსი აქვთ, ნანას კი მონაგარის გაზრდის საშუალება ჩილეში დაგეგმილ ტურნირში მიეცემა.
სრულად მოწინავე ხუთეულის მდგომარეობა ასე გამოიყურება: 1. ნანა ძაგნიძე – 390 ქულა (3 ტურნირის ჯამში); 2. იიფან ჰოუ – 320 (3); 3. ტატიანა კოსინცევა – 290 ქულა (2); 4. ქსიუ ჟაო – 240 (3); 5. ჰუმპი კონერუ – 230 (2);
გრან-პრის  თითოეული მონაწილე 4 ტურნირს თამაშობს და საერთო ჩათვლაში 3 საუკეთესო შედეგს აფიქსირებს. ქულათა საერთო ჯამით გამარჯვებული მოჭადრაკე 2011 წლის ბოლო მეოთხედში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისათვის ბრძოლის უფლება მიიღებს.
თითოეული ტურნირის საპრიზო ფონდი 40 000 ევროს შეადგენს, ადგილების მიხედვით ქულები და თანხები კი ასე გადანაწილდება:
I ადგ. 120 + ბონუსი 40 ქულა, 6 500 ევრო
II ადგ. 110 ქულა + ბონუსი 20, 4 750
III ადგ. 100 ქულა + ბონუსი 10, 4 000
IV ადგ. 90  ქულა, 3 750
V ადგ. 80 ქულა, 3 500
VI ადგ. 70 ქულა, 3 250
VII ადგ. 60 ქულა, 3 000
VIII ადგ. 50 ქულა, 2 750
IX ადგ. 40 ქულა, 2 500
X ადგ. 30 ქულა, 2 250
XI ადგ. 20 ქულა, 2 000
XII ადგ. 10 ქულა, 1 750
გრან-პრის ექვსივე გათამაშებაში გამოვლენილი 9 საუკეთესო მონაწილე შემდეგნაირად დაჯილდოვდება:
I ადგ. 15 000 ევრო
II ადგ. 10 000
III ადგ. 8 000
IV ადგ. 7 000
V ადგ. 6 000
VI ადგ. 5 000
VII ადგ. 4 000
VIII ადგ. 3 000
IX ადგ. 2 000
 
ფიდე-ს ქალთა გრან-პრი. მე-5 ეტაპი. ულანბატორი (მონღოლეთი). 29 ივლისი-12 აგვისტო
მე-10 ტური
შენ იანგი (ჩინეთი, 2435) – იუჰუა ქსუ (ჩინეთი, 2488) 0.5:0.5
ჰუმპი კონერუ (ინდოეთი, 2600) – ქსუე ჟაო (ჩინეთი, 2462) 0:1
მარი სებაგი (საფრანგეთი, 2519) – ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2562) 1:0
ბეთულ ილდიზი (თურქეთი, 2235) – ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2560) 0:1
იიფან ჰოუ (ჩინეთი, 2577) – ბატხუიაგ მუნგუნტუული (მონღოლეთი, 2421) 1:0
ჩენ ჟუ (ჩინეთი, 2476) – მაია ჩიბურდანიძე (საქართველო, 2514) 1:0

 
სატურნირო მდგომარეობა
1. ჰოუ – 7.5; 2. 3. სტეფანოვა – 7; 3. ჟაო – 6.0; 4. კონერუ – 6.0; 5. კოსინცევა – 5.5; 6. ჩიბურდანიძე – 5.5; 7. ქსუ – 5.0; 8. შენი – 4.5; 9. ჟუ – 4.0; 10. მუნგუნტაალი – 3.5; 11. სებაგი – 3.5; 12. ილდიზი – 2;
 
ბოლო ტური
მაია ჩიბურდანიძე (საქართველო, 2514)
– შენ იანგი (ჩინეთი, 2435)
ბატხუიაგ მუნგუნტუული (მონღოლეთი, 2421) – ჩენ ჟუ (ჩინეთი, 2476)
ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2560) – იიფან ჰოუ (ჩინეთი, 2577)
ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2562) – ბეთულ ილდიზი (თურქეთი, 2235)
ქსუე ჟაო (ჩინეთი, 2462) – მარი სებაგი (საფრანგეთი, 2519)
იუჰუა ქსუ (ჩინეთი, 2488) – ჰუმპი კონერუ (ინდოეთი, 2600)
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09353