წლევანდელი უიმბლდონის ჩემპიონი სერენა უილიამსი წარმატებით თამაშს განაგრძობს. უილიამს-უმცროსმა ევროპიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში, სტენფორდში გადაინაცვლა და 640 ათასი დოლარის საპრიზო ფონდის შეჯიბრება Bank of the West Classic-ის ნახევარფინალში რუმინელ სორანა კირსტიას (ბალკანელი ტურნირზე მეცხრე ნომრადაა განთესილი) იოტისოდენა შანსი არ დაუტოვა 6:1, 6:2.
ასპარეზობა ზუსტად საათს გაგრძელდა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში სერენამ 4 ბრეიკი განახორციელა და 3 ეისიც შეასრულა. სტენფორდის ტურნირის მოქმედი ჩემპიონი უილიამს-უმცროსი თანამემამულე კოკო ვანდერვეგეს შეხვდება. ეს უკანასკნელი მსოფლიოს რეიტინგსიაში 120-ე საფეხურზეა, თუმცა, ნახევარფინალში კლასიფიკაციის 37-ე ადგილზე მყოფ ბელგიელს იანინა ვიკმაიერს 6:2, 3:6, 6:2 სძლია.







