ჭიდაობა

16:26 | 2.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ჩემპიონებზე” 2 ქართველი გაჩემპიონდა

ანკარა ახალგაზრდა მოჭიდავეებს შორის საერთაშორისო ტურნირს - "ჩემპიონები" -მასპინძლობს. თურქულ ხალიჩაზე საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებიც გავიდნენ და შეჯიბრების დასრულებამდე ერთი დღით ადრე მათი საერთო მონაგარი ასეთია: 2 ოქრო და 1 ბრინჯაო.

კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ორივე სტილის მძიმეწონოსნები ავიდნენ. ბერძენ-რომაელთაგან ტურნირი წაუგებლად იაკობ ქაჯაიამ ჩაამთავრა. ფინალში მან თურქი მეტოქე კირჩან მუმინი 6:0 6:0 დაამარცხა. თავისუფალთა გუნდის უმძიმესმა წევრმა გენო პეტრიაშვილმა კი მეოთხე, გადამწყვეტ შეხვედრაში რუსეთის ნაკრების წევრ ედუარდ კადალაევს 5-0 4-0 სძლია.

ბრინჯაოს მედალს კი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ფირუზ წულუკიძე (66 კგ) დაეუფლა. “ჩემპიონები” საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებებისთვის ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ გეგმაში შეტანილი ბოლო საერთაშორისო ტურნირია. ამის გათვალისწინებით, მწვრთნელებმა ევროშემადგენლობის რამდენიმე უმთავრესი კანდიდატი ზედმეტი წონის კლებას აარიდეს და ერთი წონითი კატეგორიით მაღლა ჭიდაობის საშუალება მისცეს.

ევროპირველობას 2-7 ივლისს მაკედონია უმასპინძლებს.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112759