გუშინ დასრულებულ უიმბლდონის ტურნირმა რეიტინგშიც მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა - ჩემპიონთა ცვლას კლასიფიკაციის ლიდერთა ცვლაც მოჰყვა. მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში აწ უკვე უიმბლდონის შვიდგზის ტრიუმფატორმა როჯერ ფედერერმა ორწლიანი პაუზის შემდეგ კვლავ მოიგო სადიდსლემო შეჯიბრება და მსოფლიოს კლასიფიკაციაშიც მოწინავე საფეხურზე დაბრუნდა. „გასულ წელს საფრანგეთის ღია პირველობა კარგად ჩავატარე, ფინალშიც გავედი და გადამწყვეტ მატჩში რაფა ნადალთან მოგებასთანაც ახლოს ვიყავი. ასევე არ გამიმართლა აშშ-ის ღია პირველობაზეც, სადაც ნოვაკ ჯოკოვიჩთან წავაგე. ერთი სიტყვით, რთული პერიოდი მქონდა და საკუთარი თავის რწმენა სრულად წლის შემაჯამებელი ტურნირის მოგეის შედეგად დავიბრუნე. სწორედ ლონდონში ვიგრძენი, ახალ სეზონში ბევრის მიღწევა რომ შემეძლო. სადღეისოდ კი, საკუთარი კარიერის საუკეთესო თამაშს ვაჩვენებ. ამიერიდან ფსიქოლოგიური წნეხისგან მთლიანად თავისუფალი ვარ და სამომავლო წარმატებებისთვის ვემზადები“, - განაცხადა ბედნიერმა როჯერმა გუშინდელი ფინალის დასრულების შემდეგ.
ქალთა რეიტინგსიის მოწინავე ათეულს რაც შეეხება, მცირეხნიანი პაუზის შემდეგ პირველ ადგილზე ბელარუსი ვიკტორია აზარენკა დაბრუნდა, კარიერაში პირველად პოლონელი აგნეშკა რადვანსკა მეორე პოზიციაზეა, უიმბლდონის კიდევ ერთი ტრიუმფატორი სერენა უილიამსი კი უკვე მეოთხეა და თუ ამერიკელმა წლეულს აღებული ტემპი არ შეანელა, სულაც არაა გასაკვირი, ამ სეზონშივე კლასიფიკაციას სათავეში მოექცეს.
ATP Rankings
1 (3) როჯერ ფედერერი (შვეიცარია) 11075
2 (1) ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) 11000
3 (2) რაფა ნადალი (ესპანეთი) 8905
4 (4) ენდი მარეი (დიდი ბრიტანეთი) 7460
5 (5) დავიდ ფერერი (ესპანეთი) 5430
6 (6) ჟო ვილფრიდ ცონგა (საფრანგეთი) 5230
7 (7) ტომაშ ბერდიხი (ჩეხეთი) 4515
8 (8) იანკო ტიპსარევიჩი (სერბეთი) 3215
9 (9) ხუან მარტინ დელ პოტრო (არგენტინა) 3180
10 (11) ნიკოლას ალმაგრო (ესპანეთი) 2605
WTA Tour Rankings
1 (2) ვიკტორია აზარენკა (ბელარუსი) 8800
2 (3) აგნეშკა რადვანსკა (პოლონეთი) 8530
3 (1) მარია შარაპოვა (რუსეთი) 8370
4 (6) სერენა უილიამსი (აშშ) 7360
5 (5) სამანტა სტოსური (ავსტრალია) 6195
6 (4) პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი) 5275
7 (8) ანჟელიკ კერბერი (გერმანია) 5170
8 (7) კაროლინ ვოზნიაცკი (დანია) 4091
9 (10) სარა ერანი (იტალია) 3410
10 (9) მარიონ ბარტოლი (საფრანგეთი) 3400







