დაიწყო საქართველოს 70-ე ეროვნული ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე მასპინძლობს.
გამორჩეულ ინტერესს იწვევდა ჩემპიონატის ფავორიტების, ნინო ხურციძისა და სოფიკო გურამიშვილის შეხვედრა, რომელიც ეროვნული ნაკრების წევრის, გამოცდილი ხურციძის გამარჯვებით დასრულდა.
გთავაზობთ სხვა შეხვედრათა ტექნიკურ შედეგებს: მაკა ფურცელაძე – ანა კუჭავა 1:0, ინგა ხურცილავა – მერი არაბიძე 1:0, სალომე მელია – ლიკა კობეშავიძე 1:0, სოფო გვეტაძე – ნინო ბაციაშვილი 0,5:0,5, სოფო ხუხაშვილი – მაია ლომინეიშვილი 0,5:0,5.
ამრიგად, პირველი ტურის შემდეგ, ჩემპიონატს თითო ქულით ხურციძე, მელია, ფურცელაძე და ხურცილავა ლიდერობენ.
მეორე ტურის შეხვედრათა განრიგი: არაბიძე – ხურციძე, მელია – ხურცილავა, ლომინეიშვილი – ფურცელაძე, გვეტაძე – ხუხაშვილი, ბაციაშვილი – გურამიშვილი, კუჭავა – კობეშავიძე







