სხვა

16:09 | 21.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონატმა მიზანი გაამართლა

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის "ფალავანთა კლუბში" გაიმართა საქართველოს VIII ღია ჩემპიონატი და ფესტივალი აიკიდოში. ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდა საქართველოს საშეჯიბრო აიკიდოს ასოციაციის კლუბების წარმომადგენლები. ასევე იოშინკან აიკიდოს ფედერაცია საჩვენებელი გამოსვლებით.
ჩემპიონატის ორგანიზატორი იყო საქართველოს საშეჯიბრო აიკიდოს ასოციაცია.
შეჯიბრებაი გაიმართა ექვს კატეგორიაში და შემდეგი შედეგები დაფიქსირდა:

რანდორი ნო კატა (10 ტექნიკა)
I – ლიზი ბუცხრიკიძე / ნიკოლას რაისნერი (ვაკის კლუბი)
II – ნიკოლოზ მულაძე / ირაკლი ბობოხიძე (ვაკის კლუბი)
III – ანა შალიბაშვილი / ლუკა ჩუბინიძე (ვაკის კლუბი)

რანდორი ნო კატა (17 ტექნიკა)
I – ვახტანგ ობგაიძე / ივანე ბიბილაშვილი (დიღომი/ცენტრალური)
II – ალექსი ედიშერაშვილი / ილია ლოლაშვილი (ვარკეთილის კლუბი)
III – ლაშა როსტომაშვილი / თორნიკე ჯოხაძე (ცენტრალური კლუბი)

ტანტო-რანდორი:
ბავშვებში (2004-2002 წ.)
1. ნიკოლოზ ბეკოშვილი (დიღმის კლუბი);
2. დემნა ირემაშვილი (დიღმის კლუბი);
3. ანა შალიბაშვილი (ვაკის კლუბი).

ბავშვები (2001-1999 წ.)
1. გიორგი ბობოხიძე (ვაკის კლუბი);
2. ნიკოლოზ მულაძე (ვაკის კლუბი);
3. ნიკოლას რაისნერი (ვაკის კლუბი).

მოზარდები (1998-1996 წ.)
1. ნიკოლოზ ბენდიანიშვილი (ვარკეთილის კლუბი);
2. რეზო ცქიფურიშვილი (ვაკის კლუბი);
3. თორნიკე მუმლაძე (ვარკეთილის კლუბი).

უფროსები (1996 წლამდე)
1. ვახტანგ ობგაიძე (დიღმის კლუბი);
2. თორნიკე ჯოხაძე (ცენტრალური კლუბი)
3. მიხეილ ჭიტაშვილი (დიღმის კლუბი).
3. ილია ლოლაშვილი (ვარკეთილის კლუბი)

ჩემპიონატის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდნენ: ბავშვებში – ნიკოლას რაისნერი (ვაკის კლუბი), ხოლო უფროსებში - ვახტანგ ობგაიძე (დიღმის კლუბი), რომლებსაც სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

ვახტანგ სიხარულიძე – საქართველოს საშეჯიბრო აიკიდოს ასოციაციის პრეზიდენტი:
"ჩემპიონატის ძირითადი მიზანი იყო სპორტსმენების მომზადება და შერჩევა საქართველოს აიკიდოს ეროვნული ნაკრებისათვის, როგორც უფროსებში ასევე ბავშვებში, ვინაიდან წელს ოქტომბერში შვეიცარიაში იმართება ევროპის პირველი ჩემპიონატი ბავშვებსა და მოზარდებში. თავის მხრივ უფროსები მიიღებენ მონაწილეობას ევროპის მესამე ჩემპიონატში, რომელიც აგვისტოში მოსკოვში გაიმართება. ინფორმაციისთვის წინა ორივე ევროპის ჩემპიონატიდან ჩვენ ოქროს მედლებით დავბრუნდით.
ჩემპიონატში ბევრი ახალი, საკმაოდ პერსპექტიული სპორტსმენი გამოჩნდა, რაც ძალიან გასახარია. განსაკუთრებით თავი გამოიჩინეს ბავშვებმა და ძალიან კარგი ორთაბრძოლები გამართეს.
უფროსებში მინდა გამოვყო ჩემპიონატის საუკეთესო სპორტსმენი ვახტანგ ობგაიძე, რომელმაც ორი ოქროს მედალი მოიპოვა.
მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი ჩემპიონატის სპონსორს შპს „გერმანელ ყასაბს” და მის დამფუძნებელ ბატონ მიხეილ ჭიტაშვილს.
იმედი მაქვს, გამოიძებნება სახსრები ჩვენი ნაკრების გასამგზავრებლად ევროპის ჩემპიონატზე, საიდანაც ხელცარიელი არ დავბრუნდებით".

 

საქართველოს საშეჯიბრო აიკიდოს ასოციაცია
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.160477