ფეხბურთი

10:36 | 17.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსიმ” ბენატიას დაუმიზნა

ლონდონის “ჩელსი” “რომას” მცველის – მეჰდი ბენატიას შეძენითაა დაინტერესებული. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება.

მაროკოელის შეძენა “მანჩესტერ სიტის” სურდა, მაგრამ მხარებს შორის მოლაპარაკება არ შედგა. იყო ვარაუდი, რომ ბენატია რომში დარჩებოდა, მაგრამ საქმეში “არისტოკრატები” ჩაერთვნენ. ამგვარად, მაროკოელთან დაკავშირებული სატრანსფერო საგა ჯერ არ დასრულებულა.

რამდენადაც ცნობილია, რომაელები ბენატიას 30 მილიონ ევროდ აფასებენ.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118212