ფეხბურთი

15:45 | 2.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსი” დავიდ ლუისის გაყიდვაზე თანახმაა

ლონდონის “ჩელსი” ბრაზილიელი დავიდ ლუისის გაყიდვაზე უარს არ იტყვის, თუკი შესაფერის სატრანსფერო წინადადებას მიიღებს. Marca-ს ცნობით, 26 წლის მცველი “არისტოკრატთა” გეგმებში აღარ შედის და ლონდონელებს მისი სარფიანად გაყიდვა სურთ.

რამდენადაც ცნობილია, “ჩელსი” ლუისის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს. ბრაზილიელისადმი ყველაზე დიდ ინტერესს კატალონიის “ბარსელონა” იჩენს და არაა გამორიცხული, ტრანსფერი უახლოეს პერიოდშივე გაიჩარხოს. რამდენიმე კვირის წინათ, კატალონიელები ლუისში 25 მილიონ ევროს იხდინენ, მაგრამ ინგლისელებმა მცველი არ დათმეს. უახლოეს პერიოდში, “ბარსელონა” “ჩელსის” გაუმჯობესებული წინადადებით მიმართავს.

ცნობისათვის, ლუისს “ჩელსისთან” კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110799