მიმოხილვა

1:39 | 5.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჩელებაძის პენალტი “სპარტაკზე” არ ჭრის

ცხინვალელებს უმაღლეს ლიგასთან მხოლოდ ერთი ქულა აშორებთ 

ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის “ბ” ზონაში პარასკევს ჩატარებული მატჩების შემდეგ, 10 აპრილს გასამართი შეხვედრა 4 მაისს იყო დანიშნული და შაბათს „ბენდელაზე“ შედგა. „შუქურასგან“ განსხვავებით, „სპარტაკმა“ საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშების 1/4 ფინალში იასპარეზა და ქობულეთელებთან ცხინვალელების კალენდარული შეხვედრა რუსთავის „მეტალურგთან“ საპასუხო მატჩის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით გადაიტანეს.

სატურნირო ცხრილის გათვალისწინებით, „ბენდელაზე“ გამართული ეს შეხვედრა დერბი გახლდათ და ეს სტატუსი თავად თამაშმაც გაამართლა. ამ შეხვედრამდე ცხადი იყო, რომ „სპარტაკის“ მოგების შემთხვევაში ვლადიმერ ხაჩიძის გუნდი ფაქტობრივად ინაღდებდა უმაღლესი ლიგის საგზურს, რადგან სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე ერთბაშად 14 ქულით ჩამოიტოვებდა მესამე საფეხურზე მყოფ ქობულეთელებს, ხოლო „ლოკომოტივთან“ ქულებში უპირატესობას 11 ქულამდე გაზრდიდა. ცხინვალელებმა შეძლეს და ეს პრინციპული მატჩი მოიგეს. შესაბამისად, ცხინვალელთა გუნდს უმაღლეს ლიგაში დასაბრუნებლად დარჩენილ 5 ტურში მხოლოდ ერთი ქულის აღება სჭირდებათ. რატომ? იმიტომ, რომ „სპარტაკსა“ და „შუქურას“ სეზონის დასრულებამდე 5–5 მატჩი დარჩათ და მათ შორის სხვაობა 14 ქულაა. ხოლო „ლოკომოტივს“, რომელსაც 4 თამაში დარჩა სათამაშო, შიდაქართლელები 11 ქულით უსწრებენ. ამასთან „სპარტაკს“ ურთიერთშეხვედრებში ორივე მდევართან  დადებითი ბალანსი აქვს. აქედან გამომდინრე, ნათლად ჩანს, რომ შიდაქართლელთა გუნდმა უმაღლეს ლიგაში დაბრუნება დაიმსახურა და დიდი ალბათობით ამას ოფიციალურად 8 მაისს მარნეულის „ალგეთთან“ მატჩში (მინიმუმ ფრის შემთხვევაში) გაიფორმებს კიდეც.

ისევ „ბენდელაზე“ გამართულ შეხვედრას დავუბრუნდეთ. ცხინვალელებმა ქობულეთელები თამაშითაც დაჯაბნეს და ეს მატჩის საბოლოო შედეგშიც სათანადოდ სათანადოდ ასახეს. მასპინძლებმა მატჩის სტარტზევე მოიპოვეს უპირატესობა მე–14 წუთზე ანგარიში. ცხინვალელთა მორიგი შეტევისას საჯარიმოში შექმნილი არეულობით კარგად სარგებლა ლიტვური „ბანგადან“ „სპარტაკში“ დაბრუნებულმა მცველმა ნიკა მგელაძემ და ანგარიში გახსნა. მიღებულმა გოლმა აჭარლები გაახელა და მათ ჯერ თამაში გაათანაბრეს, მერე კი უპირატესობის მოპოვებას შეეცადნენ. სპარტაკელებს ბურთზე კონტროლი არ დაუკარგავთ, მაგრამ ქობულეთელებმა იძალეს და გოლის გატანის ორი ჩინებული შანსი ჰქონდათ. 26–ე წუთზე ვახტანგ ცენტრეაძეს შეეძლო წონასწორობის აღდგენა, მაგრამ მასპინძლები მეკარე გიორგი ნადირაძემ იხსნა. ახალგარდული ნაკრების კიპერმა რთული ბურთი მოიგერია, ტაიმის მიწურულს ნადირაძემ გიორგი ჩელებაძის დარტყმისას კიდევ ერთხელ შესაშური რეაქცია გამოავლინა და ტაიმიც ასე დასრულდა.

სტუმრებმა მეორე ნახევარი თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და „სწრაფი გოლის“ გატანის შანსი მიეცათ, მაგრამ... როგორც სათაურში აღვნიშნეთ, ჩელებაძის ქებულმა პენალტმა „სპარტაკთან“ არ გასჭრა. სხვათა შორის, მამის მსგავსად ვერა, მაგრამ რევაზ ჩელებაძის ვაჟი, გიორგი ჩელებაძეც კარგ პენალტისტად მიიჩნევა. თუმცა, გიორგი ნადირაძემ ჩელებაძე–უმცროსის მიერ შესრულებული 11–მეტრიანი მოიგერია. ნადირაძემ „ვიტ ჯორჯიასთან“ თასის 1/8 ფინალის საპასუხო შეხვედრაში პენალტების სერიაში ზედიზედ 3 თერთმეტმეტრიანი აიღო, წლეულს უკვე მეოთხე, ამ სეზონში კი მეშვიდე პენალტი არ გაატანინა სხვადასხვა მეტოქეს.

დაუწერელი საფეხბურთო კანონის ლოგიკით, ვერგატანილი პენალტის გამო „სტუმრები“ უნდა დასჯილიყვნენ და დაისაჯნენ კიდეც. ფსიქოლოგიური უპირატესობა მასპინძელთა  მხარეს გადავიდა და როგორც იტყვიან „სპარტაკმა“ აფრები აუშვა. გამოუყენებელი პენალტიდან 4 წუთში ვარლამ კილასონიას დარტმისას ბურთი ხარიხას მოხვდა და უკან გამოვარდა. თუმცა, კილასონიამ თავისი გოლი მაინც გაიტანა. 67–ე წუთზე მასპინძელთა მორიგი შეტევა სწორედ კილასონიას გოლით დაგვირგვინდა. 7 წუთის შემდეგ „სპარტაკის“ მთავარ მეგოლე ზვიად მეტრეველს (13 გოლით) ჩინებული შანსი მიეცა, მაგრამ ეს მისი დღე არ ყოფილა. მეტრეველმა ვერა, მაგრამ, ცხინვალელებმა ერთი ბურთი მაინც გაიტანეს, 90–ე წუთზე შიდაქართლელთა გუნდის კაპიტანმა თეიმურაზ შონიამ საბოლოო შედეგი - 3:0 დააფიქსირა.

 

სპარტაკი (ცხინვალი) – შუქურა (ქობულეთი)  3:0 (1:0)

04 მაისი. „ბენდელას სტადიონი“. 250 მაყურებელი

სპარტაკი: ნადირაძე, ჭაფოძე, ქურდაძე, მგელაძე, ლემონჯავა, შონია, კილასონია (ნარიმანიძე 86), ბურძენაძე, ხიზანეიშვილი (თვალავაძე 67), მეტრეველი, ცერცვაძე (მაქაცარია 79).

მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე

შუქურა: თ. კაკალაძე, ტაკიძე, დ. გაბელია, ბრაჭული, ი. ხუჭუა, ზ. ტუღუში, მ. ფუტკარაძე, ჩხიკვიშვილი, ბლაგოევიჩი (გ. ზოიძე 61), გ. ჩელებაძე, ცენტერაძე.

მწვრთნელი: ასლან ბალაძე

გოლები: 1:0 მგელაძე (14), 2:0 კილასონია (67), 3:0 შონია (90)

გამოუყენებელი პენალტი: გ. ჩელებაძე (49. მეკარე) 

გაფრთხილება: ი. ხუჭუა (40), ჭაფოძე (48), გ. ჩელებაძე (49)

არბიტრი: თემურ ხუჭუა (სამტრედია)

მეშახტე   3 - 0    ფაზისი რაჭა

შემადგენლობა

მოვლენები

სქური   0 - 2    ს.ტ.უ.

შემადგენლობა

მოვლენები

ბეთლემი   3 - 3    გაგრა

შემადგენლობა

მოვლენები

იმერეთი ხონი   1 - 4    დინამო II

შემადგენლობა

მოვლენები

ჭიათურა   3 - 0    სასკო

შემადგენლობა

მოვლენები

სულორი   0 - 1    გურია

შემადგენლობა

მოვლენები

ზოოვეტი   0 - 3    სამტრედია

შემადგენლობა

მოვლენები

მერცხალი   1 - 2    ლოკომოტივი

შემადგენლობა

მოვლენები

ლიახვი აჩაბეთი   1 - 2    კოლხეთი ხობი

შემადგენლობა

მოვლენები

ადელი ბათუმი   1 - 2    შუქურა

შემადგენლობა

მოვლენები

ჩხერიმელა   1 - 5    ცხინვალი

შემადგენლობა

მოვლენები

სტატისტიკა
0.26516