ჩოგბურთი

15:41 | 12.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჩახნაშვილმა პირველივე რაუნდში წააგო

საფრანგეთის ქალაქ მარსელში მიმდინარე 100-ათასიანი ტურნირის პირველ რაუნდში მაკა ჩახნაშვილი უაილდ-ქარდით მიწვეულ ბელგიელ ელისონ ვან უიტვანკს დაუპირისპირდა და 1:6, 4:6 დამარცხდა.
უზბეკეთში, 25-ათასიანი ტურნირის საწყის წრეში ინდოელ კირა შრუფთან ითამაშებს მე-5 განთესვის მქონე სოფო შაფათავა, ხოლო კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული ნათია გეგია ებრაელ დენიზ ხაზანიუკს გაეჯიბრება. წყვილებში შაფათავა და გეგია მეოთხედფინალში არიან გასულნი.
კიდევ ერთი 25-ათასიანი ტურნირი მიმდინარეობს იტალიის ქალაქ პადოვაში, სადაც საქართველოს ღირსებას ეკატერინე გორგოძე იცავს. მისი პირველი მეტოქე ასევე კვალიფიკაციის გამარჯვებული ანა-ლენა ფრიედსამი იქნება.
თურქეთის ქალაქ ერზინჩანში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის მერვედფინალში მასპინძელ მელისა ბაირაკტაროღლუს ეთამაშება თამარ ჭალაგანიძე. პირველ წრეში თამარ ცხაკაია რუს მარგარიტა ლაზარევას გაეჯიბრება, ხოლო მარიამ კიკნაძე – თურქ ბასაკ ერაიდინს.
წყვილთა ტურნირში ჭალაგანიძე და მაჩაიძე ფინელებს (ჰიოტი-ლეივო) დაუპირისპირდებიან, ტატიშვილი და ცხაკაია – ავსტრიელ პრენტნერსა და რუს სვინცოვას, ხოლო კიკნაძე და თურქი ტურგული – მასპინძელთა ერთ-ერთ წყვილს (აკდემირი-ბაირაკტაროღლუ).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088259