ჩოგბურთი

15:37 | 21.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჩახნაშვილმა პირველივე მატჩი წააგო

კვირის ბოლოდან ლონდონში სტარტს უიმბლდონის საჩოგბურთო ტურნირი აიღებს და მის ძირითად ბადეში საუკეთესო ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილიც ჩაებმება, კვალიფიკაციაში კი, ჩვენებურთაგან მხოლოდ მაკა ჩახნაშვილი მოხვდა და პირველივე მატჩი წააგო – 4:6, 0:6 სამხრეთაფრიკელ ჩანელ სიმონდსთან.
შვეიცარიის ქალაქ ლენცერჰეიდეში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე სოფო ქვაცაბაიამ პირველი რაუნდის დაძლევა მოახერხა, კვალიფიკაციის კიდევ ერთი გამარჯვებული ეკატერინე გორგოძე კი სლოვენიელ მაშ ზეჩ-პესკირიჩს დაუპირისპირდა და საწყის სეტში გამარჯვების მიუხედავად, 6:3, 3:6, 1:6 დამარცხდა. წყვილთა მეოთხედფინალში ქვაცაბაია და გორგოძე მე-2 ნომრად განთესილ ოზგენსა და ზეჩ-პესკირიჩს ეთამაშებიან.
საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში, ასევე 25-ათასიან ტურნირზე მოასპარეზე სოფო შაფათავა ერთეულთა თანრიგის კვალად, წყვილთა შეჯიბრსაც გამოეთიშა. შაფათავასა და ბელორუსი პოლინა პეხოვას მე-3 ნომრად განთესილმა წყვილმა ფრანგულ დუეტთან (ბელტრამი-ტორპე) 2:6, 6:7 (7:9) წააგო.
წარუმატებლად ითამაშა ოქსანა კალაშნიკოვამაც, რომელიც შვედეთის ქალაქ კრისტინეჰამნის 25-ათასიან ტურნირზე ირჯებოდა. ქართველი ჩოგბურთელი მერვედფინალში ბელორუს ილონა კრემენთან 1:6, 6:7 (5:7) დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090411