ქართველმა ჩოგბურთელმა მაკა ჩახნაშვილმა იტალიის დედაქალაქ რომში გამართულ 25-ათასიან ტურნირზე სამი მატჩი მოიგო, თუმცა, ფინალში გასვლა ვეღარ მოახერხა. მაკას გზა ესპანელმა მარია-ტერესა ტორო-ფლორომ გადაუღობა, რომელმაც ნახევარფინალში 6:0, 6:2 დაამარცხა. ცნობისთვის, ესპანელმა ჩოგბურთელმა ფინალში ხორვატია ტერეზა მრდეზასაც აჯობა და რომის ტურნირის მთავარი პრიზის მფლობელიც გახდა.







