ჩოგბურთი

15:14 | 28.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჩახნაშვილი მეოთხედფინალშია

ქართველმა ჩოგბურთელმა მაკა ჩახნაშვილმა იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე მეორე მატჩიც მოიგო და მეოთხედფინალში გააღწია, სადაც მასპინძელ ნასტასია ბარნეტს გაეჯიბრება.
მე-6 ნომრად განთესილმა ჩახნაშვილმა საწყის რაუნდში ბერძენი მარია საკარი 7:5, 6:2 დამარცხა, შემდეგ კი იტალიელი ანჯელიკა მორატელის 6:4, 6:3 მოუგო. მაკას მომდევნო მეტოქე რომის ტურნირზე მე-3 ნომრადაა მიჩნეული და გზიდან ფრანგი ტორპე და თანამემამულე გრიმალსკა ჩამოიცილა.
საფრანგეთის ქალაქ პერიგოში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის წყვილთა გათამაშებაში მე-3 რეიტინგის მქონე სოფო შაფათავამ და ბელორუსმა პოლინა პეხოვამ ვენესუელელ კარდენასი და ესპანელ ფერნანდეს-ბრუგუესი 6:3, 6:1 დაამარცხეს და ნახევარფინალში გააღწიეს, სადაც არგენტინულ ტანდემს (აურუ-ირიგოენი, მე-2 განთესვა) გაეჯიბრებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091677