ფეხბურთი

14:09 | 4.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩავიმ მუნდიალის ფინალში ბრაზილია ისურვა

 

 ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ ჩავი ერნანდესს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალში მასპინძელ ბრაზილიის ნაკრებთან თამაში სურს. კონფედერაციის თასის ფინალში განცდილი მარცხის (0:3) შემდეგ, ესპანელებს ბრაზილიელებთან რევანში მათსავე კედლებში სურთ.

“შესაძლოა, ბრაზილიასთან თამაში 1/8-ფინალშივე მოგვიწიოს, მაგრამ იმედია, ეს ფინალში მოხდება. ჩვენ რთული ჯგუფი გვაქვს, მაგრამ არც მათ ჰყავთ სუსტი მეტოქეები. ნებისმიერ შემთხვევაში, ფეხბურთი რევანშის საშუალებას იძლევა. იმედია, ჩვენს შემთხვევაში ეს მუნდიალის ფინალში მოხდება”, - განუცხადა კატალონიის “ბარსელონას” გამთამაშებელმა ფიფას ოფიციალურ საიტს.

შეგახსენებთ, რომ მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე, ესპანეთის მეტოქეები ჰოლანდიის, ჩილესა და ავსტრალიის ნაკრებები იქნებიან. ბრაზილიის ეროვნული გუნდი ურთიერთობას ხორვატიის, კამერუნისა და მექსიკის ნაკრებებთან გაარკვევს.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118101