ფეხბურთი

18:12 | 22.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურიამ “ვიტესის” ახალგაზრდულში გაიტანა

 

არნემის “ვიტესის” ახალგაზრდულმა გუნდმა “ჰერენვენთან” 2:2 ითამაშა და ერთი გოლი საკუთარ ანგარიშზე გიორგი ჭანტურიამ ჩაიწერა.

მატჩის მსვლელობისას არნემელები 0:2 აგებდნენ და ჯერ ანგარიში ჯონათან რეიესმა შეამცირა, ხოლო შემდეგ გამთანაბრებელი გოლი ჭანტურიამ ჩაიწერა.

შეგახსენებთ, რომ დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ, ჭანტურიამ ერედივიზიონის მე-10 ტურში “ჰერენვენთან” სტუმრად მოგებულ (3:2) მატჩშიც ითამაშა. ის მოედანზე 83-ე წუთზე შევიდა, როდესაც ანგარიში 2:2 იყო. ხსენებულ შეხვედრაში “ვიტესმა” გადამწყვეტი გოლი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102775