ფეხბურთი

19:33 | 9.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურია – თითქმის გადაწყვეტილი "კლუჟი"

ჭანტურია: "სამ-ოთხ დღეში საბოლოოდ გაირკვევა"


 

თითქმის გადაწყვეტილია, რომ გიორგი ჭანტურია რუმინულ "კლუჟში" გადავა. ამის შესახებ იტალიურ პრესასთან საუბარში ფეხბურთელის აგენტმა კარლო კავალიერიმ განაცხადა. რუმინეთში სატრანსფერო ფანჯარა 24 თებერვლამდე ღიაა, ასე რომ, გადასვლა თავისუფლად შეიძლება განხორციელდეს.

"მსოფლიო სპორტი" ჭანტურიას დაუკავშირდა, თუმცა მან ჯერ თავი შეიკავა კომენტარისგან – ჯერ ყველაფერი გადაწყდეს, ეს კი სულ რამდენიმე დღეში მოხდებაო.

ჭანტურიას წლეულს ზაფხულამდე აქვს "ვიტესთან" კონტრაქტი, თუმცა ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც კლუბს შეუძლია, ფეხბურთელს კონტრაქტი გაუგრძელოს.

ამასობაში "ჯენოას" პრეზიდენტმა პრეციოზიმ განაცხადა, რომ ჭანტურიაზე დაკვირვება გაგრძელდება და არაა გამორიცხული, ზაფხულში გადაიყვანოს თავის კლუბში. თუმცა, კიდევ არის ერთი რეალური ვარიანტ – "ვერონა".

მოკლედ, უახლოეს დღეებში უნდა ველოდოთ, რომ ჭანტურია 4-თვიან ხელშეკრულებას გააფორმებს "კლუჟთან", რომელიც მიმდინარე სეზონში მეშვიდე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115916