ფეხბურთი

16:35 | 19.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურია "შახტარისთვის" ემზადება

დღეს "ვერონასა" და დონეცკის "შახტარს" შორის ამხანაგური მატჩი გაიმართება და იტალიურ გუნდში გიორგი ჭანტურიაც ემზადება. მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება. გიორგი იმ 20 ფეხბურთელს შორისაა, რომლებიც საამმატჩოდ ვერონელთა სიაში არიან.

ჭანტურია ჩვეულებრივ ემზადება "ვერონასთან" ერთად და კიდევ არაფერი ისმის მის შესაძლო განათხოვრებაზე. დიდი შანსია, სწორედ "შახტართან" მატჩის შემდეგ გადაწყდეს მისი ბედი. ცნობილია, რომ 21 წლის ქართველი ფორვარდის გადაყვანის საკითხს სერია A-ს წარმომადგენელი "კალიარი" განიხილავს.     

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1132