ფეხბურთი

18:25 | 17.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურია “კლუჟის” მე-16 შენაძენია

გიორგი ჭანტურია ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში რუმინული “კლუჟის” მე-16 შენაძენი გახდა.

ინტერნეტპორტალ stiridesport.ro-ს ინფორმაციით, სამშაბათ საღამოს იტალიის “ვერონადან” ქართველი შემტევი ნახევარმცველის “კლუჟში” განათხოვრებას საბოლოო წერტილი დაესვა. ჭანტურია თავის ყოფილ კლუბს მომავალი წლის ზაფხულამდე დაუბრუნდა.

ის ვარჯიშს გუნდთან ერთად შეუდგება, მაგრამ მომდევნო ტურში “ოცელულთან” არ ითამაშებს. “კლუჟის” მთავარი მწვრთნელი ვასილე მირიუტა ქართველს მოედანზე გასვლას მაშინ ანდობს, როდესაც 100 პროცენტით ფიზიკურად მზად იქნება. ჭანტურიას ადგილს ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგზე მიუჩენენ და მან ტრავმირებული ჩიპრიან დეაჩი უნდა შეცვალოს.

 “კლუჟს” 18-გუნდიან ლიგა 1-ში 7 ტურის შემდეგ 16 ქულით მე-2 ადგილი უკავია და ბუქარესტის “სტიაუას” 2 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127113