თბილისის ჭადრაკის სასახლეში ასპარეზობა დაიწყეს 8 და 14 წლიანმა მოჭადრაკეებმა. საქართველოს ჩემპიონატში I-II ადგილებზე გასული მონაწილეები მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების საგზურებს მიიღებენ. გამარჯვებული თავად აირჩევს თუ სად სურს თამაში – მსოფლიოზე თუ ევროპაზე.
ცნობისთვის, მსოფლიოს ჩემპიონატს არაბთა გაერთიანებული ემირატების ქალაქი ელ-აინი უმასპინძლებს, ევროპის ჩემპიონატი კი, სტარტს
3 ტურის თავზე 14-წლამდე გოგონათა ტურნირს ქულათა მაქსიმუმით ნინო ჯალაღონია (1674) და თეა ჭოლაძე (1624) ლიდერობენ, ვაჟებში კი ერთპიროვნულად ნიკოლოზ ცომაია (1762) დაწინაურდა.
8-წლამდე გოგონებში 3-3 ქულით წინ ლილე გუმბერიძე და თამარ ტასოშვილი გაიჭრნენ, ხოლო ვაჟებში ქულათა მაქსიმუმი ერთბაშად ოთხ მოჭადრაკეს აქვს – ლევან დალბაშვილს, გიორგი ხატაშვილს, თამაზ გილაშვილს და საბა ლომსაძეს.







