ჭადრაკი

16:19 | 3.10.2011 | ნანახია [] - ჯერ

ჭადრაკის ლეგენდა ისევ თბილისშია!

მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი გარი კასპაროვი 5-8 ოქტომბერს საქმიანი ვიზიტით თბილისს ესტუმრება.
6 ოქტომბერს,  13:30 საათზე, ლეგენდარული ჩემპიონი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს  დავით ბაქრაძეს შეხვდება. ხოლო, 14.00 საათზე, გაერთიანებული კომიტეტების (სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, განათლების,მეცნიერების და კულტურის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი)  სხდომაზე გამოვა მოხსენებით - „ჭადრაკი სკოლაში“.
 აღსანიშნავია, რომ კასპაროვის ანალოგიურ მოხსენებას დიდი მოწონება ხვდ წილად ევროპის   ევროპარლამენტის ამა წლის 20 სექტემბრის სხდომაზე, რომელიც  აღნიშნული პარლამენტის პრეზიდენტის პროფესორ  ირჟი ბუზეკის პატრონაჟით ჩატარდა.
 

gcf.org.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092738