ძიუდო

21:49 | 27.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკური ვერცხლი და ბრინჯაო

საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებმა, ტეპლიცეში, 25-27 ივნისს ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე 2 მედალი მოიპოვა. სამდღიანი შეჯიბრის დასაწყისში მიხეილ მეზურნიშვილის (60 კგ) მიერ მოპოვებულ ბრინჯაოს, დასკვნით დღეს ლაშა ტაველურმა (81 კგ) თავისი წილი ვერცხლი მიამატა.
დღეს ტატამზე 81, 90 და +90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვაჟების გარდა, 70 და +70-კილოგრამიანი გოგონები გავიდნენ.
ლაშა ტაველური კენჭისყრამ პირველ წრეში დაასვენა. აზერბაიჯანელ გურბან გურბანოვსა და უკრაინელ ოლეკსანდრ კაჩალოვს ორ-ორ წუთში მოუმთავრა საქმე. უნგრელ კრიშტიან ტოთს კი ვაზარით აჯობა და ფინალში გავიდა, სადაც პოლონელ მარჩინ გმურეკთან კინკილა გაფრთხილებით დამარცხდა.
90 კილოგრამში მოჭიდავე უშანგი გასიტაშვილს კვარცხლბეკამდე ერთადერთი მოგება დააკლდა – რეპეშაჟის ფინალში იტალიელ მეტოქესთან, ნიკოლას დამიკოსთან წააგო. დამამშვიდებელ ეტაპზე, ქართველი ძიუდოისტი მეოთხედფინალიდან გადაერთო, უკრაინელ დანიილ მილეშკინთან მარცხის გამო. იქამდე ბერძენი პავლოს გოგოუსისი და სერბი ნემანია ნიკოლიჩი ჩამოიცილა გზიდან, ხოლო რეპეშაჟის ნახევარფინალში შვეიცარიელ ტობიას მეიერს სძლია.
მძიმეწონოსანმა კარლო ნემსიწვერიძემ კიმონო ერთადერთხელ მოირგო. მისთვის გადაულახავი ბარიერი ესტონელი ჰენრიხ სილდვეერი აღმოჩნდა. საწყის ეტაპზევე დაკარგა საპრიზო სამეულის შანსი ელენე ქებაძემაც (+70 კგ).
გუნდურ ჩათვლაში, საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა 40 ნაკრებს შორის მე-8 ადგილი დაიკავა. მიხეილ მეზურნიშვილისა და ლაშა ტაველურის გარდა, გუნდს ჩასათვლელი ქულები მეხუთეადგილოსნებმა – პავლე ქავთარაძემ (66 კგ), თამაზ ონიანმა (73 კგ) და უშანგი გასიტაშვილმაც (90 კგ) მოუტანეს.



ძიუდო
ევროპის ჩემპიონატი
ჭაბუკები
ტეპლიცე. 25-27 ივნისი


ვაჟები

50 კგ
1 მეჰმან სადიგოვი (აზერბაიჯანი)
2 იევგენი ველიჩკო (უკრაინა)
3 ვისენტ მანკე (საფრანგეთი)
3 იზნაურ აბდულაევი (რუსეთი)

55 კგ
1 სახავატ გაჯიევი (რუსეთი)
2 ფაბიო ბასილე (იტალია)
3 პაველ ჰლადკიხი (ბელარუსი)
3 ვლადისლავს სტარუსი (ლატვია)

60 კგ
1 იუნუშ-ხაჯი ხუტიევი (რუსეთი)
2 ვიქტორ მელენევსკი (უკრაინა)
3 მიხეილ მეზურნიშვილი (საქართველო)
3 ჰუსეინ რაჰიმი (აზერბაიჯანი)

66 კგ
1 დიმიტრი ზუევი (რუსეთი)
2 მარტინ ვეგვარი (უნგრეთი)
3 რობინ გუტშე (გერმანია)
3 გაბრიელე მელეგარი (იტალია)
5 პავლე ქავთარაძე (საქართველო)

73 კგ
1 ივაილო ივანოვი (ბულგარეთი)
2 სულეიმან ვიშეგუროვი (რუსეთი)
3 იონას ბიორკტორპი (შვედეთი)
3 ნუნო სარაივა (პორტუგალია)
5 თამაზ ონიანი (საქართველო)

81 კგ
1 მარჩინ გმულეკი (პოლონეთი)
2 ლაშა ტაველური (საქართველო)
3 იზმაილ ხამხოევი (რუსეთი)
3 კრისტიან ტოთი (უნგრეთი)

90 კგ
1 მაქს დე ვრეეზე (ჰოლანდია)
2 დანიილ მილეშკინი (უკრაინა)
3 ნიკოლას დამიკო (იტალია)
3 გლებს ტალალუიევსი (ლატვია)
5 უშანგი გასიტაშვილი (საქართველო)

+90 კგ
1 კურბან იაკუბოვი (რუსეთი)
2 ხავიერ ეიზაგირე (ესპანეთი)
3 პაულ ელმი (გერმანია)
3 ჰენრიხ სილდვეერი (ესტონეთი)

გუნდური ჩათვლა
ვაჟები

  ო   ვ  ბ V VII
1 რუსეთი 4 1 2 1 0
2 აზერბაიჯანი 1 0 1 1 0
3 ბულგარეთი 1 0 0 0 1
4 ჰოლანდია 1 0 0 0 0
5 პოლონეთი 1 0 0 0 0
6 უკრაინა 0 3 0 0 2
7 იტალია 0 1 2 1 0
8 საქართველო 0 1 1 3 0
9 უნგრეთი 0 1 1 1 1
10 ესპანეთი 0 1 0 0 0

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094579