ძიუდო

16:59 | 4.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკების შიდა კონკურენცია დიღომში გამოჩნდება

5-6 მარტს, დიღომში მდებარე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემია, ჭაბუკებს შორის საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. შედეგების მიხედვით, ნაკრების კანდიდატები გამოვლინდებიან, რომლებიც ევროპირველობის საგზურისთვის ბრძოლას გააგრძელებენ. მთავარი მწვრთნელის, გიორგი ვაზაგაშვილისა და მთლიანად მწვრთნელთა საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ჩემპიონატი ძველებურად, რეპეშაჟის წესით ჩატარდება, რადგან ყოველგვარი შემთხვევითობა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი და თავისი შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოვლენის საშუალება მეტ ჭაბუკს მიეცეს. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას ნახევარფინალში გასულ ძიუდოისტთაგან ძლეული ყველა მეტოქე გააგრძელებს. მწვრთნელებისვე გადაწყვეტილებით, ევროპირველობაზე წამსვლელ შემადგენლობაში მოსახვედრად, მარტო საქართველოს ჩემპიონობა არ იკმარებს. ოქროსმედალოსნებმა შიდა კონკურენციაში თავიანთი უპირატესობა გორსა და საგარეჯოში ჩასატარებელ ტურნირებზეც უნდა დაამტკიცონ. ამ 3 შეჯიბრის გარდა, კანდიდატები საერთაშორისო ტურნირებზეც გამოიცდებიან.
ორდღიანი ჩემპიონატის პირველ დღეს, ჩემპიონ-პრიზიორები 50, 55, 60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან. მეორე დღეს კი, მედლები დარჩენილ ოთხ წონაში – 74, 81, 90 და +90 კილოგრამებში გათამაშდება. წინასწარი ეტაპის შეხვედრები დილის 11 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკის ზუსტი დრო კი ჯერჯერობით უცნობია, რადგან რეპეშაჟის წესის დაბრუნების გამო, სავარაუდოდ, წინასწარი შეხვედრები დიდხანს გაგრძელდება. ჩემპიონატი 2 ტატამზე გაიმართება.

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092973