ძიუდო

22:29 | 21.02.2010 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკები საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან

შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიის დარბაზმა, 1994-95 წლებში დაბადებულ ძიუდოისტთა თბილისის ჩემპიონატს უმასპინძლა, რომლის მთავარი მიზანიც, ჭაბუკებს შორის, 5-6 მარტს გასამართი საქართველოს ჩემპიონატის მონაწილეთა შერჩევა იყო.
დედაქალაქის პირველობაში 200-მდე ახალგაზრდა სპორტსმენი მონაწილეობდა. აქედან, ყველაზე მეტი მონაწილე 60 და 66 კგ წონით კატეგორიებში მოგროვდა.
გამარჯვებულები და პრიზიორები 8 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ:
50 კგ - I - გელა კელეხაშვილი; II - მიშიკო იმერლიშვილი; III - გელა ნათათრალაშვილი და ლევან თანიაშვილი
55 კგ - I - ლაშა პარასკებაშვილი; II - ომარ ნიაზაშვილი; III - ბექა შაყულაშვილი და ზაზა შველიძე
60 კგ - მიშა მეზურნიშვილი; II - ცოტნე მელაშვილი; III - თენგო მუსელიანი და გურამ მათიაშვილი
66 კგ - თომა თავზარაშვილი; II - ლაშა გამყრელიძე; III - ავთო დურგლიშვილი და გიორგი ტიტვინიძე
73 კგ - I - ზურა ყიფშიძე; II - ლაშა ქრისტესაშვილი; III - გურამ ჩეკურიშვილი და ადამ ვარაზაშვილი
81 კგ - I - ლაშა ტაველური; II - ბეთქილ შავრეშიანი; III - გურამ საგინაშვილი და ლევან ყარაბულაშვილი
90 კგ - I - დავით ჩოქური; II - ბექა გელაშვილი; III - გიორგი ნავერიანი და ლევან ციხელაშვილი
+90 კგ - I - სანდრო ჩივიაშვილი; II - ლევან ბუცხრიკიძე; III - ზაზა ხუბულური და ჯაბა ნადაშვილი
ამ დღეებშივე, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში მიმდინარეობს ადგილობრივი პირველობები. გამარჯვებულები და პრიზიორები 5-6 მარტს, თავს თბილისში მოიყრიან და საქართველოს ჩემპიონატში იასპარეზებენ.
ეკა ელოშვილი









         
        
     

        













 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.08144