საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრები პოლონეთში გაემგზავრა, სადაც ხვალ-ზეგ “ევროპის თასზე” იჭიდავებს. ქალაქ ბელსკო ბიალაში გასამართ ტურნირზე ირაკლი ცირეკიძის გაწვრთნილი გუნდი 9-კაციანი შემადგენლობით გამოვა. ვაჟების გარდა მედლები გოგონებშიც გათამაშდება და ქართველები ტატამზე იქაც გავლენ. გოგონათა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი თენაძემ პოლონურ განაცხადში 5 შეგირდი შეიყვანა.
ჭაბუკთა ნაკრებებისთვის ბელსკო ბიალას “ევროპის თასი” ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ციკლის ერთ-ერთი ტურნირია. ევროპირველობას კი 21-23 ივნისს ესტონეთის დედაქალაქი ტალინი უმასპინძლებს.
საქართველოს ნაკრები
ვაჟები:
50კგ - ნიკო ჭიკაიძე, რობიზონ ბეგლარიშვილი, თორნიკე ნაგლიაშვილი
55კგ - ერეკლე არხოზაშვილი
73კგ - ზურაბ ლომიძე
90კგ - დავით რამაზაშვილი, გიორგი გველესიანი
+90კგ - ჯაბა მუმლაძე, ბაქარ კუხიანიძე
გოგონები:
48კგ - მზია ბებოშვილი, სალომე მარგიანი
52კგ - მარიამ ჯანაშვილი, გურანდა შოთაძე
63კგ - ხატია ჯანაშვილი









