მინსკის “დინამოში”, ქართველი ფეხბურთელი ირაკლი ცანავა ისინჯება – ეს, ბელარუსული კლუბის საიტის ცნობით. 24 წლის ნახევარმცველმა, შარშანდელი სეზონი სომხეთის “მიკაში” გაატარა და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ითამაშა, მანამდე კი, ცანავა ბათუმის “დინამოში” გახლდათ.
ცნობისთვის, ბელარუსის ჩემპიონატში 11 ტურია გასული და მინსკის “დინამო”, 20 ქულით, მეოთხე ადგილზეა.
ილია ნანობაშვილი









