კალათბურთი

8:04 | 1.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძის “კახასოლი” “რეალთან” დამარცხდა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-8 ტური ბექა ბურჯანაძის “კახასოლის” და მადრიდის “რეალის” დაპირისპირებით გაიხსნა. ამ მატჩში ფავორიტად სტუმრები მიიჩნეოდნენ და მათ გამარჯვება არც გასჭირვებიათ – 97:62.

ქართველმა ფორვარდმა მოედანზე მხოლოდ 04:15 წუთი გაატარა და თითო ორქულიანის და სამქულიანის აცილება მოასწრო. ამას გარდა, პასივში 1 პერსონალური ფოლიც ჰქონდა. მასპინძელთაგან ყველაზე შედეგიანები ლატვიელი და ჩეხი კალათბურთელები – კრისტაპს პორჟინგისი და ტომას სატორანსკი იყვნენ 13-13 ქულით.

“რეალი” 8 გამარჯვებით ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია, ხოლო “კახასოლი” 4 მოგებით და 4 მარცხით მე-9 ადგილზე აღმოჩნდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114897