კალათბურთი

15:18 | 12.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძემ 4 ქულა მიითვალა

 

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-9 ტურის დასკვნით მატჩში ბექა ბურჯანაძის “კახასოლი” “უნამ მურსიას” ესტუმრა და უხვქულიან თამაშში 85:89 დამარცხდა. შეხვედრის ბედი დასკვნით მეოთხედში გადაწყდა, რომელიც მასპინძლებმა 31:22 მოიგეს.

ქართველი კალათბურთელი მოედანზე 09:21 წუთით გამოჩნდა და სევილიელებს 4 ქულა და 1 მოხსნა შესძინა. ბურჯანაძემ 2-დან 1 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, მეტოქეები კი მის წინააღმდეგ 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

“კახასოლის” რიგებში 10-ქულიან ზღვარს ერთბაშად ექვსმა კალათბურთელმა უწია, ყველაზე შედეგიანი კი მარკოს მატა იყო 16 ქულით.

ბურჯანაძის კლუბს 4 მოგების წილ 5 მარცხი მოუგროვდა და ესპანურ ლიგაში მე-11 ადგილზე იმყოფება. სევილიელებს მომდევნო მატჩი 14 დეკემბერს შინ “ბილბაო ბასკეტთან” ელის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.100722