რუმინეთის დედაქალაქ ბუუქარესტში მიმდინარე 2013 წლის ერთა თასის გადამწყვეტი მატჩის პირველი ტაიმი ფრედ - 6:6 დასრულდა.
ანგარიში ჯარიმით მერაბ კვირიკაშვილმა გახსნა, მერე საქართველოს ნაკრები ორჯერ დაჯარიმდა შერკინებაში და ფლორიან ვლაიკუმ რუმინელები დააწინაურა, მაგრამ 31-ე წუთზე კვირიკაშვილმა წონასწორობა აღადგინა.
თუ მატჩი ფრედ დასრულდა და მეტოქემ პრემიალური ქულა ვერ აიღი (ოთხი ლელო გაიტანოს, ჩვენ კი ვერა), 2013 წლის ერთა თასის მფლობელი საქართველოს ნაკრები გახდება, რომელსაც გატანილ-გაშვებულ ლელოთა უკეთესი ბალანსი აქვს. ამასთან, ის შეინარჩუნებს ანთიმოზ ივერიელის თასსაც, რომელიც მხოლოდ ჩვენი და რუმინეთის ნაკრებების შეხვედრებში თამაშდედა და რომელსაც ამ მომენტისთვის საქართველოს ნაკრები ფლობს.







