თამაშგარე

11:50 | 5.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგელები შოკოლადის ფილაზე

გერმანიაში შოკოლადის მწარმოებელმა ერთ-ერთმა ცნობილმა ქარხანამ, “ებიერმა“ საფეხბურთო ბუნდესლიგის მესვეურებთან ცოტა ხნის წინ კონტრაქტი გააფორმა. ამ კონტრაქტის მიხედვით, ტკბილეულის მწარმოებლებს უფლება ეძლევათ, რომ თავიანთ პროდუქტზე ბუნდესლიგაში მოღვაწე ნებისმიერ ფეხბურთელი დაახატონ და ამ სიამოვნებაში გერმანული ფეხბურთის მამებს 15 მილიონი ევრო გადაუხადეს.

როგორც ფირმა “ებიერის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი – არტურ ლერინგი ამბობს, ბუნდესლიგის ბოსებთან კონტრაქტის დადება მათი სურვილი ადრეც იყო, მაგრამ მათ ხელი სხვადასხვა ფაქტორმა შეუშალა. კერძოდ, არსებობდა მოსაზრება, რომ ცაკლეულ ფეხბურეთელს (ძირითადად მუსლიმებს), შესაძლებელია, სულაც არ მოსწონებოდათ თავიანთი სიფათის შოკოლადის ფილაზე ნახვა, მაგრამ გერმანიის საფეხბურთო კავშირმა მაინც მიაღწია კლუბებთან ამ საკითხზე შეთანხმებას.

სხვათა შორის, შოკოლადის მწარმოებელ კომპანიას თავიდან სურდა, რომ ფეხბურთელების გამოსახულებების შოკოლადის ფილაზევე ამოტვიფრის უფლება მიეღო, მაგრამ “ებიერის“ ხელმძღვანელებმა ამას ვერ მიაღწიეს, რაც გასაკვირი არაა. (ფეხბურთელები მხოლოდ პროდუქტის შესაფუთ ქაღალდზე იქნებიან გამოსახულნი) დაგვეთანხმებით, რიგითი გერმანელი ქომაგისათვის სულაც არ იქნება სასიამოვნო, როდესაც ბასტიან შვაინშტაიგერის ფიგურის კბილებით კვნეტა მოუწევს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.085773