ფეხბურთი

1:50 | 26.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგა: ტური ზავით გაიხსნა

გერმანიის ბუნდესლიგის მე–10 ტური „შტუტგარტისა“ და „ნიურნბერგის“ დაპირისპირებით გაიხსნა. ძირითადი მოვლენები მატჩის დებიუტში განვითარდა. საბოლოოდ, გუნდებმა გოლები და, შესაბამისად, ქულები გაცვალეს.

მე–3 წუთზე, შტუტგარტელმა ვედად იბიშევიჩმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა და მასპინძლები დააწინაურა, მაგრამ მათი სიხარული დიდ ხანს არ გაგრძელებულა – სამიოდ წუთში, ნიურნბერგელთა ფორვარდმა იოსიპ დრმიჩმა გამოიჩინა თავი და ანგარიში გაათანაბრა.

ამის შემდეგ, ორივე გუნდს ჰქონდა ტაბლოზე ასახული ციფრების შეცვლის შანსი, მაგრამ მეტი გოლი აღარ გასულა – 1:1.

 

შტუტგარტი. „მერსედეს ბენც არენა“. 48460

შტუტგარტი – ნიურნბერგი 1:1 (1:1)

შტუტგარტი: ულრაიხი, ჰაგი, ბოკა (რაუში 68), შვაბი, ნიდერმაიერი, გენტნერი, იორგენსენი, ტრაორე (ვერნერი 64), მაქსიმი, იბიშევიჩი, ჰარნიკი (სარარერი 84).

მწვრთნელი: ტომას შნაიდერი

ნიურნბერგი: შეფერი, პოგატეცი, ნილსონი, ჩენდლერი, პლატენჰარდტი, ჰასებე, გლოუშეკი, კიოტაკე, მაკი (გინჩეკი 70), შტარკი (ფრანცი 79), დრმიჩი (ფოილნერი 76).

მწვრთნელი: გერტიან ვერბეკი

გოლი: 1:0 იბიშევიჩი (3), 1:1 დრმიჩი (6)

გაფრთხილება: მაქსიმი (25), ბოკა (61) – დრმიჩი (59)

კარში დარტყმა: 12 (7) – 7 (5) ჯარიმა: 15 - 16 კუთხური: 2 - 4 თამაშგარე: 3 - 3 ბურთის ფლობა: 59% - 41% სეივი: 4 – 6

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111273