ფეხბურთი

15:08 | 7.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგა, სადაც ორი ნული არ უყვართ

გერმანული ბუნდესლიგა ევროპაში ერთადერთი ჩემპიონატია, სადაც ამ სეზონში ჯერ ერთი მატჩიც არ დამთავრებულა ანგარიშით 0:0. საუბარია უმაღლეს ლიგებზე და ისეთ ქვეყნებზე, სადაც, მინიმუმ, 7 ტურია გასული. ბუნდესლიგა წამყვანი ხუთეულის ჩემპიონატებს შორის ყოველთვის გამოირჩეოდა შედეგიანობით.

გერმანიაში 8 ტურია გასული, ანუ, სულ 72 მატჩი გაიმართა. საშუალოდ ერთ შეხვედრაში 3,31 გოლი გადის. ბუნდესლიგაში ყველაზე შედეგიანი გუნდი "დორტმუნდია", რომელმაც მეტოქეები 21-ჯერ დაამწუხრა.

ისე, საქართველოს ჩემპიონატზეც ვთქვათ: აქ 8 ტურია გასული, ანუ სულ 48 შეხვედრა გაიმართა და 126 გოლი გავიდა. საწყის ტურებში ძალიან დაბალი შედეგიანობა იყო, თუმცა, ბოლო ორ ტურში გოლების რაოდენობამ იმატა: მეშვიდეში 21 გოლი ვიხილეთ, მერვეში კი – 23.

ამ 48 მატჩში 4-ჯერ დაფიქსირდა 0:0.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129086