ჩოგბურთი

18:55 | 7.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

ბუდაპეშტიდან დანახული ლონდონის კონტურები

წლეულს, მარტში ანა ტატიშვილმა მისთვის საუკეთესო სარეიტინგო, 73-ე საფეხურს უწია, გასულ კვირაში ბუდაპეშტის გრანპრის ნახევარფინალში გასვლისთვის კი ჩვენმა ჩოგბურთელმა 130 ქულა მიიღო და სადღეისოდ 69-ე ადგილზე დამკვიდრდა. ცხადია, კლასიფიკაციაში ანას დაწინაურება გვახარებს, მაგრამ ტატიშვილის წინსვლას სხვა დატვირთვაც აქვს. იმის გათვალისწინებით, რომ ლონდონის ოლიმპიური თამაშების საჩოგბურთო ტურნირის ბადის გამოქვეყნებამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება (განთესვა 11 ივნისს გამოსაქვეყნებელი რეიტინგის მიხედვით მოხდება), ჩვენი თანამემამულის დაწინაურებას ხუთი რგოლის ეგიდით ჩასატარებელი ასპარეზობების ჭრილში განვიხილავთ. შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადაზე პირდაპირ 56 საუკეთესო ჩოგბურთელი მოხვდება (დარჩენილ 6 საგზურს ITF-ს მიერ ორგანიზებული საკვალიფიკაციო მატჩების გამარჯვებულები და სპეციალური მიწვევის მქონე მოთამაშეები გაინაწილებენ), მაგრამ, რადგანაც დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში თითოეული ქვეყნიდან 4 ჩოგბურთელზე მეტი ვერ გაემგზავრება, დავუმატოთ ამას ტრავმები და მოთამაშეთა უარი, ანას მიზნის მისაღწევად დაახლოებით 65-ე ადგილთან მიახლოება სჭირდება, რაც შეუსრულებელი ამოცანა სულაც არ ჩანს.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09085