ჩოგბურთი

15:10 | 5.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

ბრიტანეთი შოტლანდიელის გარეშე

დევისის თასის ევროპა-აფრიკის რეგიონული ზონის პლეი ოფში, ბელგიის წინააღმდეგ ჩასატარებელ მატჩს დიდი ბრიტანეთის ნაკრები ენდი მარეის გარეშე ჩაატარებს. სადღეისოდ პლანეტის ნომერ მეოთხე ჩოგანმა სადევისთასო შესვენება გამოაცხადა და მარეის არყოფნაში ბრიტანელთა ეროვნული გუნდის ლიდერი ჯოშუა გუდალი გახდება, რომელიც მსოფლიოს რეიტინგსიაში 253-ეა.

დანაკლისით ხვდება მომავალ მატჩს ბელგიაც. ბენილუქსელები ქვეყნის მეორე ჩოგნის, კსავიე მალისის გარეშე ითამაშებენ.
 
 
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.151429