დასასრულს მიუახლოვდა საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა 70-ე ეროვნული ჩემპიონატი, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე თბილისის ჭადრაკის სასახლე მასპინძლობს.
ფინალური სერიის პირველი კლასიკური პარტია (სულ 4 კლასიკური პარტია გაიმართება), სადაც ლევან ფანცულაია თეთრებით დავით ზარქუას ეთამაშებოდა, ყაიმით დასრულდა.
რაც შეეხება მე-3 ადგილისთვის ბრძოლას, გიგა ყუფარაძემ ლუკა პაიჭაძეს მოუგო და 1:0 დაწინაურდა.
მე-2 პარტიებში თეთრებით ზარქუა და პაიჭაძე ითამაშებენ.
როლანდ ლაბუჩიძე







