3-4 ნოემბერს ურაინის დედაქალაქმა კიევმა იუნიორ მოფარიკავეთა მსოფლიოს თასს უმასპინძლა. შეჯიბრებაზე ქართველი სპორტსმენებიც გამოვიდნენ და 1 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს.
სანდრო ბაზაძემ ქვეჯგუფის ყველა შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო, მომდევო ეტაპებიც წარმატებით გაიარა და ნახევარფინაში გავიდა, რაც მედლის მოპოვების გარანტია იყო – მარცხის შემთხვევაშიც კი ბაზაძე ბრინჯაოს მედალს მოიგებდა.
ნახევარფინალში ქართველმა მოფარიკავემ ამერიკელ ჯეფრი ლოსს დიდი ბრძოლა გაუმართა, თუმცა 13:15 დამარცხდა და ბრინჯაოს მედალი ერგო.
წლეულს მოფარიკავეები კიდევ სამ მსოფლიოს თასზე გეგმავენ გამოსვლას – პოლონეთში, გერმანიაში და ირანში.
სპორტის და ახალგაზრდა საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური







