ევრო-2012-ის მოახლოებასთან დაკავშირებით, ხარკოვის მერიამ ქალაქში მოსეირნე უპატრონო ძაღლების დაჭერა-დახოცვა გადაწყვიტა. ამას უცხოელი სტუმრების დაცვის მიზნით აკეთებენ. როგორც კი ხარკოვში დაიწყეს ძაღლებზე ნადირობა, ქალაქის მერს ოფიციალური მიმართვა გაუგზავნეს ძაღლების უფლებების დამცველებმა – სახელგანთქმულმა მსახიობებმა ბრიჯიტ ბარდომ და ალენ დელონმა.
“დაუყონებლივ შეწყვიტეთ ძაღლების ხოცვას, ვიდრე უკრაინის იმიჯი არ გაფუჭებულა ცივილიზებული მსოფლიოს თვალში”, - ნათქვამია ხარკოვის მერის გენადი კერნესისადმი მიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ ბრიჯიტ ბარდო ასეთივე მოწოდებით გამოვიდა სამხრეთ კორეა-იაპონიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატისა და პეკინის ოლიმპიადის დროს, თუმცა ვერ გეტყვით, როგორი გავლენა მოახდინა მაშინ ტურნირების მასპინძლებზე - ჩინელები და კორეელები ძაღლის ხორცს ხომ საკვებად იყენებენ...







