ფეხბურთი

12:45 | 2.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბრენდან როჯერსი: “არსენალის წინადადებაზე ბევრი ვიცინეთ”

 

ინგლისის “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა, ლონდონის “არსენალთან” გასამართი მატჩის წინ, “მეთოფეთა” მხრიდან ურუგვაელი თავდამსხმელის ლუის სუარესის შეძენასთან დაკავშირებით მიღებული თხოვნა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ ამ წინადადებაზე ბევრი იცინა.

ლონდონელები ზაფხულში მზად იყვნენ, 26 წლის ურუგვაელის სანაცვლოდ 40 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაეხადათ და ზედ, ბონუსის სახით, კიდევ ერთი მილიონი დაეყოლებინათ, მაგრამ შეთანხმება არ შედგა.

“სიმართლე გითხრათ, ძალიან ბევრი ვიცინეთ. როდესაც წერილობითი სახით მათი წინადადება ვნახე, წინასასეზონო ტურნეზე ვიყავით. როგორც ჩანს, საუკეთესო შემთხვევაში, “არსენალს” ვიღაცამ ცუდი რჩევა მისცა. სუარესის ნაცვლად 40 მილიონის და პლუს ერთი მილიონის შეთავაზება, მართლაც სასაცილო იყო, მაგრამ რა სახისაც არ უნდა ყოფილიყო წინადადება, ჩვენ ურუგვაელის შენარჩუნებას ვეცდებოდით, რადგან ის ტოპ-კლასის ფეხბურთელია” - განაცხადა როჯერსმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.068353