თამაშგარე

11:51 | 10.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიაში სტუმარ-მასპინძლობის კურსები გაიხსნა

ბრაზილიელები ის ხალხი არ არიან, რუსეთის მსგავსად დიდი ტურნირის მასპინძლობის სამზადისი რომ მიაფუჩეჩონ და მაინც უტიფრად ამტკიცონ - ყველაფერი კარგად არისო... ბრაზილიელებმა უკვე დაიწყეს მომავალი მუნდიალისთვის სამზადისი და თანხების მოზიდვაც გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ბრაზილიაში არამხოლოდ სტადიონების შენება-გარემონტება დაიწყო, არამედ, სპეციალური უფასო კურსებიც კი გაიხსნა, სადაც ბრაზილიელ ახალგაზრდებს აუხსნიან, როგორ უნდა მოიქცნენ მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს, როგორ უნდა სცენ პატივი სტუმრებს და ა.შ...

ზოგი იტყვის, სტუმარ-მასპინძლობის ცოდნას კურსები რად უნდა, ეს ხომ ერის ღირსების საკითხაო, მაგრამ როგორც ამ ლექციების კურსის ერთ-ერთი მასწავლებელი, უგო ადეველუ ამბობს: “რაც ჩვენთან მიღებულია, შესაძლებელია ევროპელებისათვის უზრდელობა იყოს, ანდა პირიქით... ჩვენ გვინდა, რომ ბრაზილიაში ჩამოსულმა არცერთმა გულშემატკივარმა არ იგრძნოს თავი უცხოდ. ეს კი, ადვილი საქმე არაა, რადგან, ერთნაირად არ უნდა მიუდგე შვედს, აფრიკელსა და ავსტრალიელს... და ამ ყველაფერს შესწავლა ხომ უნდა?“.

როგორც ხედავთ, ბრაზილიელებმა მუნდიალის მასპინძლობის საქმეს ხელი მართლაც სერიოზულად მოჰკიდეს და თუკი სპეციალისტებს დავერწმუნებით, ორგანიზების მხრივ, ბრაზილიის მუნდიალი აქამდე ჩატარებულთა შორის საუკეთესო უნდა იყოს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.173015