სხვა

0:02 | 16.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბოსტონის მარათონზე აფეთქება მოხდა

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბოსტონის მარათონის დროს ფინიშის ხაზთან ახლოს ორი აფეთქება მოხდა. AP-ს ცნობით, შედეგად მინიმუმ 2 ადამიანი დაიღუპა, სპორტსმენთა და მაყურებელთა შორის კი არაერთი დაშავებულია.

აფეთქების ადგილას სამედიცინო კარავია გაშლილი, სადაც დაჭრილებს სასწრაფო დახმარებას უწევენ. როგორც ირკვევა, შემთხვევა ბოილსტონის ქუჩის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა, მაშინ როდესაც მარათონის გამარჯვებულს ფინიშის ხაზი უკვე სამი საათის გადაკვეთილი ჰქონდა.

ცნობისთვის, ბოსტონის მარათონი 117-ედ იმართებოდა და მასში მონაწილეობას 20 ათას ადამიანზე მეტი იღებდა.

Loading...
0.354538