კალათბურთი

1:53 | 23.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბოსნიელებს დუშკო ივანოვიჩი დაარიგებს

ბოსნია-ჰერცეგოვინის საკალათბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად 56 წლის სპეციალისტი დუშკო ივანოვიჩი დაინიშნა, რომელიც 2008-დან 2012 წლამდე ესპანური “ლაბორალ კუტხას” თავკაცი გახლდათ.

ჩერნოგორიელმა მწვრთნელმა აღნიშნულ პოსტზე აკო პეტროვიჩი შეცვალა, რომლის ხელქვეითობითაც ბოსნიელებმა 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში 8-დან 6 მატჩი მოიგეს (ერთადერთი საშინაო მარცხი საქართველოსთან განიცადეს), ფინალურ ეტაპზე კი პირველი რაუნდი ვერ დასძლიეს.

შეგახსენებთ, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინის კალათბურთის ფედერაციას 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის “უაილდ ქარდზე” განაცხადში აქვს შეტანილი, რაც ავტომატურად 2015 წლის ევრობასკეტის საგზურის მომტანიც იქნება.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოსნიელები, საქართველოს ეროვნული გუნდის მსგავსად, მომავალი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩაებმებიან, რომლის წილისყრაც 3 თებერვალს გახლავთ დაგეგმილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11111