კალათბურთი

22:26 | 20.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

ბოსნია-საქართველოს მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადასცემს

ევრო-2013 შესარჩევი ტურნირის D ჯგუფის მე-3 ტურის, ცენტრალურ შეხვედრას - ბოსნია-საქართველო, რომელიც 21 აგვისტოს ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადასცემს.
შეგახსენებთ, რომ ბოსნია და საქართველო დაუმარცხებლად ასპარეზობენ. ბოსნიამ პირველ ტურში ლატვიას უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 87:84 მოიგო, ხოლო მე-2 ტურში ჰოლანდიას სტუმრობდა და დიდი სხვაობით - 107:89 გაიმარჯვა.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, “ჯვაროსნები” პირველ ტურში ისვენებდნენ, ხოლო მე-2 ტურში რუმინეთს უმასპინძლეს და 16 ქულის სხვაობით - 80:64 მოუგეს.


როლანდ ლაბუჩიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.173078