ფეხბურთი

20:34 | 30.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბორუსია” ადრიან რამოსით დაინტერესდა

“ბორუსია” ზაფხულში თავდასხმის ხაზის გაძლიერებას აპირებს და Sport1.de-ის ცნობით, არჩევანი “ჰერტას” 28 წლის კოლუმბიელ ფორვარდზე, ადრიან რამოსზე შეაჩერა. ამ შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით დორტმუნდელებს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. “ჰერტას” აღმასრულებელმა დირექტორმა მიხაელ პრეეცმა კი ჟურნალისტს უთხრა, რომ “ბორუსიადან” არავინ დაკავშირებია.

ადრიან რამოსმა, რომელმაც ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 18 თამაშში 11 გოლი გაიტანა, ახლახან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბერლინური კლუბის დატოვება სეზონის დასრულების შემდეგ სურს, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტს ვადა 2015 წელს ეწურება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112912