სხვა

23:53 | 15.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბონდარენკომ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ტურნირის რეკორდით მოიხვეჭა


მოსკოვში მიმდინარე მძლეოსნობის მსოფლიო პირველობის მეექვსე დღეს მედლების ექვსი კომპლექტი გათამაშდა. პირველ რიგში აღსანიშნავია უკრაინელი სიმაღლეზე მხტომელის, ბოგდან ბონდარენკოს წარმატება, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ტურნირის რეკორდით მოიპოვა.
23 წლის უკრაინელი, რომელსაც აქამდე არც ერთ დიდ ტურნირზე მედალიც კი არ მოეხვეჭა, წლეულს უკვე მეორედ გადაევლო 2,41 მეტრის სიმაღლეზე შემოდებულ თამასას. უკანასკნელი, ვინც ამაზე მაღლა გადახტა, ლეგენდარული კუბელი ხავიერ სოტომაიორი გახლდათ, რომელმაც 1994 წელს 2,42 მეტრი დაიპყრო. შეგახსენებთ, რომ სოტომაიორსვე ეკუთვნის მსოფლიო რეკორდი – 2,45 მეტრი – რომელიც მან 1993 წელს დაამყარა, და დღემდე მასვე ეკუთვნოდა მსოფლიო პირველობის რეკორდიც – 2,40 მეტრი – რომლითაც მან 1993 წელს შტუტგარტის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ათენის 1997 წლის მსოფლიო პირველობაზე ოქროს მოსაპოვებლად კი დიად კუბელს უკვე 2,37 მეტრზე გადახტომაც ეყო.
ბონდარენკო პირველად 2,41 მეტრზე ივლისის დასაწყისში, ბრილიანტის ლიგის მერვე, ლოზანის ეტაპზე გადახტა. მან მაშინ სოტომაიორის რეკორდის დამხობაც სცადა და თამასა 2,46-ზე შემოადებინა, მაგრამ – ამაოდ. რეკორდს მან ამჯერადაც შეუტია, მაგრამ ისევ არაფერი გამოუვიდა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ამ სეზონამდე მისი პირადი რეკორდი მხოლოდ 2,31 მეტრს შეადგენდა და ის ჯერ მხოლოდ 23 წლისაა, უახლოეს წლებში მისგან უფრო მეტსაც უნდა ველოდეთ.
მეორე და მესამე ადგილები შარშანდელი ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორებმა, შესაბამისად, ყატარელმა მუტაზ ესა ბარშიმმა და კანადელმა დერეკ დრუინმა დაიკავეს. მათ ერთნაირი შედეგი – 2,38 – აჩვენეს, ოღონდ ბარშიმმა ეს პირველსავე ცდაზე მოახერხა, დრუინმა – მეორეზე.
მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, რუსი ივან უხოვი 2,35-ით მხოლოდ მეოთხე ადგილზე გავიდა, ხოლო შარშანდელი ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი, ამერიკელი ერიკ კაინარდი 2,32-ით მე-5 ადგილს დასჯერდა.
კაცებში 3000 მეტრზე წინაღობებით რბენაში 31 წლის კენიელმა ეზეკიელ კემბოიმ იმარჯვა – ორგზის (2004 და 2012) ოლიმპიურმა ჩემპიონმა ზედიზედ მესამე მსოფლიო პირველობა მოიგო! ამით მან თავისი სახელგანთქმული თანამემამულის, მოზეს კიპტანუის მიღწევა გაიმეორა – ეს უკასასკნელი ამ დისტანციაზე 1991, 1993 და 1995 წლების მსოფლიო პირველობებზე დომინირებდა.
ვერცხლის მედალი მის 18 წლის თანამემამულე კონსესლუს კიპრუტოს ხვდა წილად, ხოლო ბრინჯაო – 28 წლის ფრანგ მაჰიედინ მეხისი-ბენაბადს, 2011 წლის დეგუს მსოფლიო პირველობის ბრინჯაოს მედალოსანსა და 2008 და 2012 წლების ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანს.
ქალებში 1500 მეტრზე რბენაში პირველობა არავის დაუთმო შვედეთის სახელით მოასპარეზე 23 წლის ეთიოპელმა აბება არეგავიმ – მან წლეულს ევროპის ზამთრის პირველობაზეც იმარჯვა, ბრილიანტის ლიგაშიც 5 ეტაპი მოიგო და მოსკოვშიც ძალზე დამაჯერებლად გამოიყურებოდა. წინა მსოფლიო პირველობის გამარჯვებულმა, ამერიკელმა ჯენიფერ სიმპსონმა გარბენი მეორემ დაასრულა. მესამე ადგილზე 23 წლის კენიელი ჰელენ ონსანდო ობირი გავიდა.
კოლუმბიელმა სამმხტომელმა კატერინ იბარგუენმა შარშანწინ, დეგუს მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, შარშან, ლონდონის ოლიმპიადაზე, უკვე ვერცხლის მედალს დაეუფლა და, როგორც ამას მოვლენათა განვითარების ლოგიკა მოითხოვდა და თავად იგიც იმსახურებდა – თუნდაც ბრილიანტის ლიგაში წარმატებული ასპარეზობით! – წლეულს ოქროს მედალსაც შესწვდა, თანაც – სეზონის საუკეთესო შედეგით – 14,85 მეტრი.
მეორე ადგილი რუსმა ეკატერინა კონევამ დაიკავა (14,81), ვისთვისაც ეს დიდ ტურნირებზე პირველი მედალია. წინა მსოფლიო პირველობის გამარჯვებული და შარშანდელი ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი ოლგა სალადუხა კი 14,65-ით მხოლოდ მესამე ადგილს დაჰყაბულდა.
ლონდონის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანმა., 26 წლის ჩეხმა ზუზანა ჰეინოვამ 400 მეტრზე თარჯრბენში თავისი წლევანდელი ბრწყინვალე და დაუმარცხებელი სეზონი მსოფლიო ჩემპიონატის მოგებით დააგვირგვინა. წინა მსოფლიო პირველობის გამარჯვებულსა და შარშანდელი ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსან ლაშინდა დემუსს მან ფინალური გარბენის მეორე ნახევარში განხორციელებული საოცარი აჩქარების წყალობით აჯობა და ფინიში სეზონის საუკეთესო შედეგით – 52,83 – გადაკვეთა. დემუსმა ფინიშის სწორზე თანამემამულე დალილა მუჰამადიც გაატარა და მხოლოდ ბრინჯაო ირგუნა.
ლონდონის ოლიმპიადის გამარჯვებულმა, რუსმა ნატალია ანტიუხმა შესარჩევებში მხოლოდ მე-13 შედეგი (55,55) აჩვენა და ფინალს მიღმა დარჩა.
ჰეინოვას მსგავსად სეზონის საუკეთესო შედეგით – 47.69 – იმარჯვა კაცთა შორის 400 მეტრზე თარჯრბენში 21 წლის ტრინიდადელმა და ტობაგოელმა ჯეიუ გორდონმა, რომელმაც წამის ერთი მეასედით მოუგო შარშანდელი ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანს, 29 წლის ამერიკელ მაიკლ ტინსლის.
ბრინჯაოს მედალი წილად ხვდა 22 წლის სერბ ემირ ბეკრიჩს, რომლისთვისაც აქამდე ყველაზე დიდ ჯილდოს 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი წარმოადგენდა.
ორგზის (2004 და 2012) ოლიმპიური და ორგზის (2001 და 2003) მსოფლიო ჩემპიონი, 35 წლის დომინიკელი ფელიქს სანჩესი 48,22-ით მეხუთე ადგილზე გავიდა. სეზონის ერთ-ერთმა ლიდერმა, შარშანდელი ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანმა, 29 წლის პუერტორიკოელმა ხავიერ კულსონმა გარბენი 43,38-ით მეექვსე ადგილზე დაასრულა.


მძლეოსნობა. მსოფლიო პირველობა. მოსკოვი. რუსეთი
14 აგვისტო
კაცები
სპორტული სიარული. 50 კმ
1. რობერტ ჰეფერმანი (ირლანდია) 3:37.56
2. მიხაილ რიჟოვი (რუსეთი) 3:38.58
3. ჯარედ ტალენტი (ავსტრალია) 3:40.03

15 აგვისტო
კაცები
სიმაღლეზე ხტომა
1. ბოგდან ბონდარენკო 2,41
2. მუტაზ ესა ბარშიმი (ყატარი) 2,38
3. დერეკ დრუინი (კანადა) 2,38

400 მ. თარჯრბენი
1. ჯეიუ გორდონი (ტრინიდადი და ტობაგო) 47,69
2. მაიკლ ტინსლი (აშშ) 47,70
3. ემირ ბეკრიჩი (სერბეთი) 48,05

3000 მ. წინაღობებით
1. ეზეკიელ კემბოი (კენია) 8.06,01
2. კონსესლუს კიპრუტო (კენია) 8.06,37
3. მაჰიედინ მეხისი-ბენაბადი (საფრანგეთი) 8:07.86

ქალები
სამხტომი
1. კატერინ იბარგუენი (კოლუმბია) 14,85
2. ეკატერინა კონევა (რუსეთი) 14,81
3. ოლგა სალადუხა (უკრაინა) 14,65

400 მ. თარჯრბენი
1. ზუზანა ჰეინოვა (ჩეხეთი) 52,83
2. დალილა მუჰამადი (აშშ) 54,09
3. ლაშინდა დემუსი (აშშ) 54,27

1500 მ.
1. აბება არეგავი (შვედეთი) 4.02,67
2. ჯენიფერ სიმპსონი (აშშ) 4.02,99
3. ჰელენ ონსანდო ობირი (კენია) 4.03,86

პარასკევს, 16 აგვისტოს, მედლების კიდევ ექვსი კომპლექტი გათამაშდება – კაცებში ბირთვის კვრაში, სიგრძეზე ხტომაში, 5000 მეტრზე რბენასა და 4X400 მეტრზე ესტაფეტაში, ქალებში უროს ტყორცნასა და 200 მეტრზე რბენაში.

საერთო ჩათვლა

1

 

აშშ

4

8

2

14

2

 

კენია

3

3

2

8

3

 

რუსეთი

3

3

2

8

4

 

გერმანია

2

2

1

5

5

 

ეთიოპია

2

1

2

5

6

 

იამაიკა

2

0

1

3

7

 

უკრაინა

2

0

1

3

8

 

დიდი ბრიტანეთი

2

0

0

2

9

 

პოლონეთი

1

1

0

2

10

 

ჩეხეთი

1

0

1

2

11

 

კოლუმბია

1

0

0

1

12

 

ტრინიდადი და ტობაგო

1

0

0

1

13

 

ირლანდია

1

0

0

1

14

 

ახალი ზელანდია

1

0

0

1

15

 

შვედეთი

1

0

0

1

16

 

ხორვატია

1

0

0

1

17

 

საფრანგეთი

0

2

1

3

18

 

კანადა

0

1

2

3

19

 

ჩინეთი

0

1

2

3

20

 

იტალია

0

1

0

1

21

 

ბოტსვანა

0

1

0

1

22

 

ყატარი

0

1

0

1

23

 

ნიგერია

0

1

0

1

24

 

უნგრეთი

0

1

0

1

25

 

კოტ დივუარი

0

1

0

1

26

 

კუბა

0

0

2

2

27

 

სერბეთი

0

0

2

2

28

 

დომინიკელთა რ-ა

0

0

1

1

29

 

ესპანეთი

0

0

1

1

30

 

ჯიბუტი

0

0

1

1

31

 

იაპონია

0

0

1

1

32

 

ჰოლანდია

0

0

1

1

33

 

ავსტრალია

0

0

1

1

34

 

ესტონეთი

0

0

1

1

სულ:

28

28

28

84

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.153079