სხვა

13:31 | 27.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბოლტმა ლონდონშიც გაიბრწყინა



იამაიკელმა სპრინტერმა უსაინ ბოლტმა ბრილიანტის ლიგის მეთერთმეტე ეტაპზე, რომელიც ლონდონში პარასკევს დაიწყო და შაბათს დასრულდა, 100 მეტრზე გარბენი სეზონში თავისი საუკეთესო შედეგით – 9,85 – მოიგო.
ბოლტმა, რომელმაც ზუსტად ოცი დღის წინ პარიზში, ლიგის მეცხრე ეტაპზე, 200 მეტრზე რბენაში სეზონის საუკეთესი შედეგით – 19,73 – იმარჯვა, სტარტზე აქაც ტრადიციულად მეტოქეებზე ნელა დაიწყო, მაგრამ მასზე წინ გაჭრილთ უკვე დისტანციის შუაწელზე გაუსწორდა, ოცი მეტრის შემდეგ კი გაუსწრო და წამის მეათედზე მეტით უკან მოიტოვა.
ფინიში მეორემ ამერიკელმა მაიკლ როჯერსმა გადაკვეთა – 9,98, მესამე კი იამაიკელი ნესტა კარტერი იყო – 9,99.
ბოლტზე სწრაფად წლეულს აღნიშნული დისტანცია მხოლოდ ამერიკელ ტაისონ გეის დაუფარავს, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ მას 16 მაისს ჩაბარებულ დოპინგ-სინჯში აკრძალული პრეპარატი აღმოუჩინეს, მის მიერ 21 ივნისს ნაჩვენები შედეგის – 9,75 – “კანონიერება” სერიოზული ეჭვის ქვეშ დგას.
ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ იმ სპრინტერთა შორის, რომლებიც 10-18 აგვისტოს მოსკოვში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ (გეი, ბუნებრივია, დისკვალიფიცირებულია), წლეულს ორსავე სპრინტერულ დისტანციაზე უსწრაფესი შედეგები სწორედ 27 წელს მიტანებულ ლეგენდარულ იამაიკელს აქვს. მის მიერ ლონდონში ნაჩვენები შედეგის მნიშვნელობას, ცხადია, ვერც ის გარემოება დააკნინებს, რომ ეს გარბენი საკუთრივ ლიგის პროგრამაში არ შედიოდა.
შეგახსენებთ, რომ ექვსგზის ოლიმპიური და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი 100 და 200 მეტრზე რბენაში მსოფლიო რეკორდსმენია – ამ დისტანციებზე მისი საუკეთესო მაჩვენებლები, შესაბამისად, 9,58 და 19,19 წამს შეადგენს.
ზემოთ ნესტა კარტერი ვახსენეთ და მის შესახებ ორიოდე სიტყვა კიდევ უნდა ითქვას. გეხსომებათ, ორი კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ერთბაშად ხუთი იამაკელი მძლეოსნის დოპინგ-სინჯმა დადებითი შედეგი აჩვენა. ოლიმპიურ ჩემპიონებთან – ასაფა პაუელთან და შერონ სიმპსონთან – ერთად მაშინ კარტერის გვარიც დასახელდა. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მის სინჯში აკრძალული პრეპარატი არ აღმოჩენილა და თანამემამულეთაგან განსხვავებით მას დისკვალიფიკაცია აღარ ემუქრება.
27 წლის კარტერი 4X100 მეტრზე ესტაფეტაში ორგზის ოლიმპიური (2004, 2008) და მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონია. 100 მეტრზე რბენაში 2010 წლის 29 აგვისტოს ნაჩვენები 9,78-ით ის მეხუთე ადგილზე დგას ყველა დროის უსწრაფეს სპრინტერთა სიაში.
რაც შეეხება დანარჩენ დისციპლინებს: ჩეხმა ზუზანა ჰეინოვამ ლიგის მეხუთე ეტაპი და ამ სეზონში თავისი ზედიზედ მეშვიდე გარბენი წლის საუკეთესო შედეგით მოიგო, არადა ბრიტანელი პერი შეიკს-დრეიტონი მას პირველი 200-მეტრიანი მონაკვეთის შემდეგ საკმაო მანძილით უგებდა. მორიგი გამარჯვება მიითვალა და საერთო ჩათვლაში ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა უკრაინელმა სიმაღლეზე მხტომელმა ბოგდან ბონდარენკომ, რომელმაც შემდეგ კუბელი ხავიერ სოტომაიორის მიერ ოცი წლის წინ დამყარებული რეკორდის – 2,45 – დამხობაც სცადა, თუმცა – უშედეგოდ. 400 მეტრზე რბენაში მოქმედმა მსოფლიოს და ოლიმპიურმა ჩემპიონმა, გრენადელმა კირანი ჯეიმსმა ამერიკელ ტონი მაკკუეის პირველ 200-მეტრიან მონაკვეთზე დაწინაურების საშუალება მისცა, მაგრამ დისტანციის მეორე ნახევარი უფრო სწრაფად ირბინა და საერთო ჩათვლაშიც კიდევ უფრო დაწინაურდა. კაც ბადროს მტყორცნელთა შეჯიბრში 2010 წლის ევროპის ჩემპიონმა, პოლონელმა პიოტრ მალახოვსკიმ ორგზის მსოფლიო (2009, 2011) ჩემპიონისა და შარშანდელი ოლიმპიური თამაშების გერმანელი გამარჯვებულის, რობერტ ჰარტინგის არყოფნით ისარგებლა და საერთო ჩათვლაში მას 2 ქულით გაუსწრო. კუბელმა ჭოკით მხტომელმა, შარშანდელი ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანმა იარისლეი სილვამ კი მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონ ამერიკელ ჯენიფერ სურსა და მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ ბრაზილიელ ფაბიანა მურერს ლიგაში ზედიზედ მეორედ აჯობა და საერთო ჩათვლაშიც პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ფრანგმა რენო ლავილენიმ სეზონის საუკეთესო შედეგითა და ბრილიანტის ლიგის რეკორდით - 6,02 მ - იმარჯვა კაც ჭოკით მხტომელთა შეჯიბრში, რომელიც ლიგის პროგრამით არ იყო გათვალისწინებული. უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ეს ღია სარბიელზე ნაჩვენები საუკეთესო შედეგია. შარშანდელი ოლიმპიადის გამარჯვებული შემდეგ სერგეი ბუბკას მიერ 1993 წელს დამყარებულ მსოფლიო რეკორდსაც - 6,14 მ - გაეჯიბრა, მაგრამ - ამაოდ. სეზონის საუკეთესო შედეგები აჩვენეს ასევე ორგზის (2008, 2012) ოლიმპიურმა და სამგზის (2007, 2009, 2011) მსოფლიო ჩემპიონმა ბირთვის კვრაში, ახალზელანდიელმა ვალერი ადამსმა (მან ბირთვი 20,90 მეტრზე გადააგდო) და ორგზის (2008, 2012) ოლიმპიურმა და მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონმა 100 მეტრზე რბენაში, იამაიკელმა შელი-ენ ფრეიზერ-პრაისმა, რომელმაც წლის უსწრაფესი შედეგი - 10,77 - შესარჩევ გარბენში დააფიქსირა, ფინალში კი სამეულს მიღმა აღმოჩნდა. ეს წლეულს მისი პირველი დამარცხება გახლდათ.
ლიგის მომდევნო, მე-12 ეტაპი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, 22 აგვისტოს, სტოკჰოლმში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ბრილიანტის ლიგაში შეჯიბრებები 32 დისციპლინაში, 14 ეტაპად ტარდება; აქედან თითოეულ დისციპლინას 7 ეტაპი ეთმობა. რიგით ეტაპზე გამარჯვებულ სპორტსმენს 4 ქულა ერიცხება, მეორე და მესამე ადგილებზე გასულებს, შესაბამისად, 2 და 1., ხოლო დისციპლინის ფინალურ ეტაპზე ქულები ორმაგდება - 1. - 8, 2. - 4, 3. - 2. ლიგის გამარჯვებული ის სპორტსმენი ხდება, რომელიც ყველაზე მეტ ქულას აგროვებს. გამარჯვებულს 40 ათასი დოლარი და ბრილიანტის ჯილდო ერგება.

ბრილიანტის ლიგა. 2013
მე-11 ეტაპი. 26-27 ივლისი. ლონდონი
კაცები
ბადროს ტყორცნა
1. პიოტრ მალახოვსკი (პოლონეთი) 67,35
2. მარტინ ვირიგი (გერმანია) 66,60
3. გერდ კანტერი (ესტონეთი) 66,29
საერთო ჩათვლა
1. მალახოვსკი – 10 ქულა
2. რობერტ ჰარტინგი (გერმანია) – 8 ქ
3. კანტერი – 8 ქ
4. ეჰსან ჰადადი (ირანი) – 5 ქ
5. რობერტ ურბანეკი (პოლონეთი) – 2 ქ
5. ვირიგი – 2 ქ

სიგრძეზე ხტომა
1. ალეკსანდრ მენკოვი (რუსეთი) 8,31
2. ფაბრის ლაპიერი (საფრანგეთი) 8,17
3. მაურო ვინისიუს და სილვა (ბრაზილია) 8,00
საერთო ჩათვლა
1. მენკოვი – 14 ქულა
2. დამარ ფორბსი (იამაიკა) – 4 ქ
2. ჩინჩე ლი (ჩინეთი) – 4 ქ
4. გრეგ რეზერფორდი (ბრიტანეთი) – 4 ქ
5. და სილვა – 3 ქ
5. კრის ტომლინსონი (ბრიტანეთი) – 3 ქ
7. ლაპიერი – 1 ქ
8. ლუის ცატუმასი (საბერძნეთი) – 1 ქ

სიმაღლეზე ხტომა
1. ბოგდან ბონდარენკო (უკრაინა) 2,38
2. ერიკ კაინარდი (აშშ) 2,36
3. მუტაზ ესა ბარშიმი (ყატარი) 2,24
საერთო ჩათვლა
1. ბონდარენკო – 18 ქულა
2. ბარშიმი – 11 ქ
3. კაინარდი - 8 ქ
4. რობი გრაბარზი (ბრიტანეთი) – 1 ქ
4. დერეკ დრუინი (კანადა) – 1 ქ
4. ჩან გუოვეი (ჩინეთი) – 1 ქ
4. ალეკსანდრ შუსტოვი (რუსეთი) – 1 ქ
4. დანილ ციპლაკოვი (რუსეთი) – 1 ქ
4. დასტი ჯონასი (აშშ) – 1 ქ

110 მ. თარჯრბენი
1. დევიდ ოლივერი (აშშ) 13,20
2. უილიამ შარმენი (ბრიტანეთი) 13,26
3. არტურ ნოგა (პოლონეთი) 13,31
საერთო ჩათვლა
1. ოლივერი – 6 ქულა
2. რაიან ბრეტუაიტი (ბარბადოსი ) – 4 ქულა
2. არიეს მერიტი (აშშ) – 4 ქ
2. ჰანსლ პარჩმენტი – 4 ქ
2. ჯეისონ რიჩარდსონი – 4 ქ
6. ორლანდო ორტეგა (კუბა) – 4 ქ
7. პასკალ მარტინო-ლაგარდი (საფრანგეთი) – 2 ქ
7. რაიან უილსონი (აშშ) – 2 ქ
7. შარმენი – 2 ქ
10. ნოგა – 1 ქ
10. სერგეი შუბენკოვი (რუსეთი) – 1 ქ
10. ვენჩუნ ში (ჩინეთი) – 1 ქ

200 მ.
1. უორენ უერი (იამაიკა) 19,89
2. ჯეისონ იანგი (იამაიკა) 19,99
3. უოლეს სპირმონი (აშშ) 20,18
საერთო ჩათვლა
1. უეირი – 10 ქ
2. უსაინ ბოლტი (იამაიკა) – 8 ქ
3. ნიკელ ეშმიდი (იამაიკა) – 4 ქ
4. ჯეისონ იანგი (იამაიკა) – 4 ქ
5. უოლტერ დიქსი (აშშ) – 2 ქ
5. ჯასტინ გეტლინი (აშშ) – 2 ქ
5. ჯეისუმა საიდი ნდურე (ნორვეგია) – 2 ქ
8. ჯეიმს ელინგტონი (ბრიტანეთი) – 1 ქ
8. კრისტოფ ლამეტრი (საფრანგეთი) – 1 ქ
8. სპირმონი – 1 ქ

400 მ.
1. კირანი ჯეიმსი (გრენადა) 44,65
2. ტონი მაკკუეი (აშშ) 45,09
3. ჯონათან ბორლე (ბელგია) 45,14
საერთო ჩათვლა
1. ჯეიმსი – 14 ქულა
2. ლაშონ მერიტი (აშშ) – 8 ქ
3. იუსეფ აჰმედ მასრაჰი (საუდის არაბეთი) – 4 ქ
4. მაკკუეი – 4 ქ
5. რამონ მილერი (ბაჰამის კ-ები) – 2 ქ
6. ბორლე – 1 ქ
6. ნაიჯელ ლევაინი (ბრიტანეთი) – 1 ქ
6. ლუგელინ სანტოსი (დომინიკელთა რ-ა) – 1 ქ

3000 მ. სტიპლჩეიზი
1. ბრიმინ კიპროპ კიპრუტო (კენია) 8.06,86 (ერ)
2. გილბერტ კირუი (კენია)     8.06,96
3. ჯაირუს კიპჩოგე ბირეჩი (კენია)     8.12,51
საერთო ჩათვლა
1. კონსესლუს კიპრუტო (კენია) – 12 ქულა
2. ეზეკიელ კემბოი (კენია) – 6 ქ
3. პოლ კიპსიელე კიოჩი (კენია)  – 5 ქ
4. კიპრუტო – 4 ქ
5. მაჰიედინ მეხისი ბენაბადი (საფრანგეთი) – 3 ქ
6. კირუი – 6 ქ
6. ჰილარი კიპსანგ იეგო – 2 ქ
8. ბირეჩი -  1 ქ


ქალები
სამხტომი
1. ეკატერინა კონევა (რუსეთი) 14,52
2. კიმბერლი უილიამსი (იამაიკა0 14,38
3. ჰანნა კნიაზევა (ისრაელი) 14,29
საერთო ჩათვლა
1. კატერინ იბარგუენი (კოლუმბია) – 16 ქულა
2. ოლგა სალადუხა (უკრაინა) – 7 ქ
3. კონევა – 4 ქ
4. კნიაზევა – 3 ქ
4. კიმბერლი უილიამსი (იამაიკა) – 3 ქ
6. ირინა გუმენიუკი (რუსეთი) – 1 ქ
6. ანა პიატიხი (რუსეთი) – 1 ქ

ბირთვის კვრა
1. ვალერი ადამსი (ახალი ზელანდია) 20,90 (სსშ, ერ)
2. კრისტინა შვანიცი (გერმანია) 19,74
3. მიშელ კარტერი (აშშ) 19,24
საერთო ჩათვლა
1. ადამსი – 12 ქულა
1. შვანიცი – 10 ქ
3. კარტერი – 5 ქ
4. ლიჩიაო გონგი (ჩინეთი) – 4 ქ
5. ნადინე კლაინერტი (აშშ) – 3 ქ
6. ნატალია დუკო (ჩილე) – 1 ქ

შუბის ტყორცნა
1. კრისტინა ობერგფიოლი (გერმანია) 65,61
2. მარია აბაკუმოვა (რუსეთი) 64,48
3. კიმბერლი მიკლი (ავსტრალია) 63,05
საერთო ჩათვლა
1. ობერგფიოლი – 20 ქულა
2. აბაკუმოვა – 6 ქ
2. მიკლი – 6 ქ
4. სუნეტ ვილიოენი (სარ) – 2 ქ
5. მადარა პალამეიკა (ლატვია) – 1 ქ

ჭოკით ხტომა
1. იარისლეი სილვა (კუბა) 4,83 (ბლრ)
2. ჯენიფერ სური (აშშ) 4,73
3. ფაბიანა მურერი (ბრაზილია) 4,63
საერთო ჩათვლა
1. სილვა – 9 ქულა
2. სური – 7 ქ
3.  სილკე შპიგელბურგი (გერმანია) – 5 ქ
4. მურერი – 5 ქ
5. ელენა ისინბაევა (რუსეთი) – 4 ქ
6. ნიკოლეტა კირიაკოპულუ (საბერძნეთი) – 2 ქ
6. მერი საქსერი (აშშ) – 2 ქ
8. ანა როგოვსკა (პოლონეთი) – 1 ქ

100 მ.
1. ბლესინგ ოკაგბარე (ნიგერია) 10,79
2. ბარბარა პიერი (აშშ) 10,85
3. კელი-ენ ბაპტისტი (ტრინიდადი) 10,93
საერთო ჩათვლა
1. შელი-ენ ფრეიზერ-პრაისი (იამაიკა) – 12 ქულა
2. ოკაგბარე – 10 ქ
3. ივეტ ლალოვა (ბულგარეთი) – 4 ქ
4. მურიელ აურე (კოტ დ’ივუარი) – 3 ქ
5. პიერი – 2 ქ
6. ბაპტისტი – 1 ქ
6. ვერონიკა კემპბელ-ბრაუნი (იამაიკა) – 1 ქ
6. მარია რემენი – 1 ქ
6. კარმელიტა ჯიტერი (აშშ) – 1 ქ

400 მ. თარჯრბენი
1. ზუზანა ჰეინოვა (ჩეხეთი) 53,07 (სსშ)
2. პერი შეიკს-დრეიტონი (ბრიტანეთი) 53,67
3. ჯორგან მოლაინი (აშშ) 54,32
საერთო ჩათვლა
1. ჰეინოვა – 20 ქულა
2. შეიკს-დრეიტონი – 6 ქ
3. მოლაინი – 3 ქ
4. ანგელა მოროსანუ (რუმინეთი) – 2 ქ
5. დალილა მუჰამადი (აშშ) – 1 ქ
5. იადისლეი პედროსო (იტალია) – 1 ქ
5. კალის სპენსერი (იამაიკა) – 1 ქ

800 მ.
1. ბრენდა მარტინესი (აშშ) 1.58,19
2. ელენა მირელა ლავრიჩი (რუმინეთი) 1.59,79
3. ეჯი უილსონი (აშშ) 2.00,20
საერთო ჩათვლა
1. ფრანსინ ნიონსაბა (ბურუნდი) – 12 ქულა
2. მარტინესი – 6 ქ
3. ეკატერინა პოისტოგოვა (რუსეთი) – 4 ქ
4. ჯანეტ ჯეპკოსგეი (კენია) – 4 ქ
5. მალიკა აკაუი (მაროკო)  – 3 ქ
6. ლავრიჩი – 2 ქ
6. ნატალია ლუპუ (უკრაინა) – 2 ქ
8. ალისია მონტანიო (აშშ)  – 1 ქ
8. უილსონი – 1 ქ
 

 
სსშ - სეზონის საუკეთესო შედეგი
ბლრ - ბრილიანტის ლიგის რეკორდი
ერ - ეტაპის რეკორდი


შაბათს: ფრანგმა რენო ლავილენიმ სეზონის საუკეთესო შედეგითა და ბრილიანტის ლიგის რეკორდით - 6,02 მ - იმარჯვა კაც ჭოკით მხტომელთა შეჯიბრში, რომელიც ლიგის პროგრამით არ იყო გათვალისწინებული. უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ეს ღია სარბიელზე ნაჩვენები საუკეთესო შედეგია. შარშანდელი ოლიმპიადის გამარჯვებული შემდეგ სერგეი ბუბკას მიერ 1993 წელს დამყარებულ მსოფლიო რეკორდსაც - 6,14 მ - გაეჯიბრა, მაგრამ - ამაოდ. სეზონის საუკეთესო შედეგები აჩვენეს ასევე ორგზის (2008, 2012) ოლიმპიურმა და სამგზის (2007, 2009, 2011) მსოფლიო ჩემპიონმა ბირთვის კვრაში, ახალზელანდიელმა ვალერი ადამსმა (მან ბირთვი 20,90 მეტრზე გადააგდო) და ორგზის (2008, 2012) ოლიმპიურმა და მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონმა 100 მეტრზე რბენაში, იამაიკელმა შელი-ენ ფრეიზერ-პრაისმა, რომელმაც წლის უსწრაფესი შედეგი - 10,77 - შესარჩევ გარბენში დააფიქსირა, ფინალში კი სამეულს მიღმა აღმოჩნდა. ეს წლეულს მისი პირველი დამარცხება გახლდათ.
0.192153