ფეხბურთი

17:55 | 25.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბოლტი მზადაა ბეილი ავარჯიშოს

მსოფლიოში ყველაზე სწრაფ ადამიანიად მიჩნეული უსეინ ბოლტი აცხადებს, რომ ის მზადაა ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს, გარეთ ბეილს ფიზიკური მონაცემების გაუმჯობესებაში დაეხმაროს.

“ბეილს ყველაზე სწრაფ ფეხბურთელად ვთვლი, მაგრამ თუ მისი სურვილი იქნება, შემიძლია კიდევ უფრო ასწრაფებაში დავეხმარო.

რონალდუს უკვე დავეხმარე და ის საუკეთესო სპრინტერი გახდა. ჩვენ ერთად ვვარჯიშობდით და თავად შეგიძლიათ ნახოთ, რას მიაღწია მან.

მადრიდის “რეალს” ძალიან დიდ პატივს ვცემ. თუ ამ კლუბს ან ბეილს ჩემი დახმარება დასჭირდება, მზად ვარ გარეთთან ინდივიდუალურად ვიმუშავო. ჩემამდე მოვიდა ხმები, რომ ბეილის  სისწრაფე ჩემსას უახლოვდება, მაგრამ სირბილის დროს ასევე მნიშვნელოვანია ტექნიკა. ვიცი, რომ შემიძლია გარეთი კიდევ უფრო უკეთეს ფეხბურთელად ვაქციო.” – ციტირებს ბოლტის სიტყვებს Daily Mail-ი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114294