მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თერთმეტმეტრიანების სერიაც ვიხილეთ. კოლუმბიამ და სამხრეთ კორეამ როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი ტაიმები 1:1 ითამაშეს, ხოლო საფეხბურთო ლატარეად წოდებულ პენალტების სერიაში უფრო ძლიერნი აზიელები აღმოჩნდნენ. კორეელები ძირითად დროშივე მოგებასთანაც ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ მე-4 დამატებულ წითზე, კინტერომ ანგარიში გაათანაბრა და აზიური გუნდის 1/4-ფინალში გასვლა რამდენიმე ათეული წუთით გადადო.
თერთმეტმეტრიანების სერიამდე საქმე არ მივიდა ერაყსა და პარაგვაის შორის გამართულ შეხვედრაში. ძირითადი დროის უგოლოდ თამაშის შემდეგ, ერაყელებმა კაცნაკლულ მეტოქეს ერთადერთი გოლი 95-ე წუთზე გაუტანეს და 1/4-ფინალში სამხრეთ კორეასთან თამაშის უფლება მოიპოვეს.
ერაყი-პარაგვაი 0:0 (დ.დ. 1:0)
გოლი: 1:0 შუკორი (95)
გაძევება: სანაბრია 80 (პარაგვაი).
კოლუმბია-სამხრეთ კორეა 1:1 (პენ. 7:8)
გოლები: 0:1 ჯუ-ჰუნ სონგი (16), 1:1 კინტერო (90+4).
1/4-ფინალები
6 ივლისი - საფრანგეთი-უზბეკეთი; ურუგვაი-ესპანეთი.
7 ივლისი - ერაყი-სამხრეთ კორეა; განა-ჩილე.







