ფეხბურთი

15:18 | 9.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბლატერი ფიფას პრეზიდენტობას მეხუთეჯერ აპირებს

ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი მზადაა მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის მეთაური მეხუთეჯერ გახდეს და შემდეგ წელს არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

"პრეზიდენტობის ვადა შემდეგ წელს მეწურება. მინდა არჩევნებში მონაწილეობა მივიღო, რადგან ჩემი საქმეები ბოლომდე არ დამიმთავრებია”, - განუცხადა შვეიცარიულ პრესას ბლატერმა.

ფიფას პრეზიდენტი 78 წლისაა. ის ამ ორგანიზაციას 1998 წლიდან ხელმძღვანელობს.

"ჯანმრთელად ვგრძნობ თავს და რატომ უნდა შევწყვიტო მუშაობა. თუ ნებას დამრთავენ, კენჭს კვლავ ვიყრი და უარს ნამდვილად არ ვიტყვი,” – აცხადებს ბლატერი.

 

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118339