ფეხბურთი

14:01 | 21.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბლატერი და პლატინი დაკითხეს

2018 და 2022 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატების მასპინძელი ქვეყნების შერჩევასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება, უმაღლესი დონის საფეხბურთო ჩინოვნიკების ჩვენებებით დაინტერესდა.

გამოძიების ფედერალური ბიურო იძიებს საქმეს, რომლის თანახმადაც, ყატარულმა კომპანიამ, რომელიც ადრე აზიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ მოჰამედ ბინ ჰამამს ეკუთვნოდა, დიდი ოდენობით თანხა ფიფას ყოფილ ვიცეპრეზიდენტ ჯეკ უორნერს და მის ოჯახს გადაურიცხა. ეჭვობენ, რომ ეს გადარიცხვა იყო ქრთამი იმისათვის, რომ 2010 წლის კენჭისყრაზე მას მხარი დაეჭირა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ყატარში ჩატარებისთვის.

მას შემდეგ, რაც ამ საქმესთან დაკავშირებით Daily Telegraph-მა სტატია გამოაქვეყნა, საქმის შესწავლა ფიფას გამომძიებელმა მაიკლ გარსიამაც დაიწყო. BBC-ის ცნობით, მან ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის 24 წევრიდან, რომლებმაც 2018 და 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატების მასპინძელი ქვეყნები გამოავლინეს, 13 უკვე დაკითხა. დაკითხულთა შორის მოხვდნენ ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი და უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი, რომლებიც 2010 წელს გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134397