ფეხბურთი

15:33 | 24.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბლანმა ლუისი-სილვას წყვილი პსჟ-ში ისურვა

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” მომავალი თავკაცი ლორან ბლანი დაცვის ხაზის კიდევ უფრო გაძლიერებას გეგმავს. Daily Mail-ის ცნობით, ფრანგ სპეციალისტს დაცვის ცენტრში ტიაგო სილვასთან ერთად ლონდონის “ჩელსის” მცველის დავიდ ლუისის ხილვა სურს.

სავარაუდოდ, ბლანი პსჟ-ს ოფიციალურად უახლოეს პერიოდში ჩაიბარებს და ტრანსფერების გასაჩარხად აქტიურ მოქმედებასაც დაიწყებს. პარიზელები ლუისში სოლიდური თანხის გადასახდელად არიან მზად, ამ შემთხვევაში კი, “ჩელსი” უარს არ იტყვის.

შეგახსენებთ, რომ დავიდ ლუისის გადაბირება კატალონიის “ბარსელონასაც” სურს.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11427