ფეხბურთი

13:01 | 27.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბლანი საფეხბურთო სპექტაკლს ელის

 

“პარი სენ-ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა ერთ-ერთ ესპანურ სპორტულ გამოცემასთან მადრიდის “რეალთან” დღეს ჩასატარებელი ამხანაგური მატჩის თაობაზე გააკეთა კომენტარი. შეხვედრას შვედეთის ქალაქი გეტებორგი უმასპინძლებს.

“ამხანაგური მატჩია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სერიოზული დაპირისპირება გველის. მომავალი სეზონისთვის მოსამზადებლად და დადებითი განწყობის შესაქმნელად ამ თამაშის მოგებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. იმედია, მაყურებელი უმაღლესი დონის საფეხბურთო სპექტაკლს იხილავს”, – განაცხადა ლორან ბლანმა.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114069